,,დრამატული ანტივაქსერული ისტერია იგეგმება საარჩევნოდ. ამიტომაც ჩაანაცვლეს მედიასა და სოც. ქსელებში ,,გეიფაშიზმის” თემა ,,კოვიდფაშიზმით”.
მიამიტებად კი გვთვლიან, მაგრამ ანტივაქსერთა სოციუმის თვით ორგანიზებულობა ჩვენში არავის სწამს.
ცხადია, არც ეპიდსიტუაცია ჰგონია ვინმეს ტრაგიზმამდე თავისით მისული. ყველამ იცის, რომ რუსული სპეცსამსახურები დირიჟორობენ იმ ფოკუსჯგუფებს, რომელთაც აქ ეს შედეგი ,,დადეს”.
არა ბიჭო და, თავისით გადავასწარით მსოფლიოს (აფრიკული ბანტუსტანების ჩათვლით) ერთ სულზე დაინფიცირებულებით და გარდაცვლილებით.
ანუ, ჩვენზე ფატალური დარტყმისთვის ოპტიმალური მომენტი შეარჩიეს. ახალი, აუცრელებისათვის ,,დელტაზე” შეუდარებლად აგრესიული შტამი ,,იოტა” ორ კვირაში აქ იქნება და ძალიან უნდათ, რომ მაქსიმალურად მოუმზადებლები შევხვდეთ.
ერთადერთი იმედი – საზოგადოების ერთსულოვანებაა. ანტივაქსერობაში შეტყუებული ჩვენი თანამოძმეები ჩვენივე ერის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში საზარბაზნე ხორცად არ უნდა გამოვაყენებონოთ.
ამიტომ, მაქსიმალური კომუნიკაციაა საჭირო მათთან და არა კონფრონტაცია და მტრის გახარება. ესა მთავარზე მთავარი!!!” – მირიან მირიანაშვილი სოციალურ ქსელში