ცაგერში, სოფელ ჩხუტელში ავტომობილი, რომელშიც სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა ცხენისწყლის არხში გადავარდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, დამცავ ჯებირებს შეეჯახა და არხში ჩავარდა. ადგილობრივები მათ დახმარებას ეცადნენ, თუმცა წყლის დინებამ ახალგაზრდები ხელოვნულ გვირაბში ჩაითრია. შემთხვევა დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ახალგაზრდების სამძებრო სამუშოები უკვე დაიწყეს.
ქვის ცვენა და ზვავები – ნახეთ სად იკრძალდება მოძრაობა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქვის ცვენის და ზვავების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამულა) და ამავე საავტომობილო გზისკმ178-კმ183 (კალა-უშგული) მონაკვეთებზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.