საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენისა და კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქცია დაიგეგმა. აქცია ორშაბათს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები “ახალგაზრდა მწვანეები” არიან.
შეუერთდება თუ არა დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციას რეგიონები, უცნობია.