LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დაუყოვნებლივ შეჩერდეს დემონტაჟი და დაიწყოს შესწავლა – სამოქალაქო საზოგადოება, ქუთაისის მერს მიმართავს

დაუყოვნებლივ შეჩერდეს დემონტაჟი და დაიწყოს შესწავლა – სამოქალაქო საზოგადოება, ქუთაისის მერს მიმართავს

დაპოსტა 2026/02/20-ში
A A
618
ნახვა
გაზიარება

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე, ყოფილ “საგუბერნიო ციხეში” დემონტაჟის პროცესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოება, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ერემეიშვილს მიმართავს.

გთავაზობთ ტექსტს სრულად რომელიც თვითმმართველობის კანცელარიაში უკვე ჩაბარდა.
“მოგმართავთ ქ. ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა №39ა-ზე მიმდინარე სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებით, სადაც მდებარეობდა ე.წ. ყოფილი საგუბერნიო ციხე და მასთან დაკავშირებული ისტორიული და საკულტო სივრცე.
აღნიშნული საკითხი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და სცილდება კერძო მესაკუთრისა და კერძო საინვესტიციო პროექტის ფარგლებს. საქმე ეხება ქალაქის ისტორიულ მეხსიერებას, კულტურულ იდენტობასა და ურბანული განვითარების პრინციპებს.
ობიექტს ოფიციალურად არ ჰქონდა მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა იყო 2019 წლის სარეკომენდაციო სიაში, რომელიც ითვალისწინებდა სტატუსის მინიჭებას. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვაც კი არ შედგა, ეს გარემოება არ ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია ისტორიული და საზოგადოებრივი ღირებულება. პრაქტიკამ საქართველოში არაერთხელ აჩვენა, რომ ფორმალური სტატუსი თავისთავადაც კი ვერ უზრუნველყოფს მემკვიდრეობის დაცვას — ამის მტკივნეული მაგალითები ჯერ საყდრისი და შემდეგ უკვე გელათის მონასტერია. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური სტატუსების არსებობით.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს შემდეგი გარემოებები:
ყოფილი საგუბერნიო ციხის ტერიტორიის მრავალჯერადი გატანა აუქციონზე საინვესტიციო და კულტურული ვალდებულებების გარეშე (დაახლოებით 5 წელი ობიექტის მდგომარეობა მუდმივად უარესდებოდა და საფრთხეს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის, თუმცა როგორც მშენებელი საჯარო განცხადებაში აღნიშნავს ის, მხოლოდ დეზინფექციას ატარებდა). ამ პერიოდში გაუარესდა სახელმწიფოს ფინანსური ინტერესებიც, რადგან ამ ადგილზე კვადრატული მეტრი მიწის ფასი მკვეთრად გაიზარდა, მფლობელმა კი მხოლოდ 190 ლარი გადაიხადა);
ტერიტორიაზე არსებული სამლოცველოს/საკულტო სივრცის დემონტაჟის საკითხი, რომელიც ფართო საზოგადოებრივი განხილვისა და პროფესიული შეფასების გარეშე მიმდინარეობს;
პროექტის წარმოდგენა როგორც „ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცის“ (იხილეთ მშენებლის საჯარო განცხადება), მაშინ როდესაც საუბარია კერძო საცხოვრებელ განაშენიანებაზე; მშენებელმა განაცხადა, რომ ახალ ტაძარს ააშენებს, თუმცა ნებართვების შესაბამის საჯარო ვებგვერდზე პროექტი არ იძებნება. გარდა ამისა, ძველი სალოცავის დანგრევის სანაცვლოდ ახალი ეკლესიის აშენება ვერ ჩაითვლება ისტორიული პასუხისმგებლობის შესრულებად. კულტურული მემკვიდრეობა არ არის ჩანაცვლებადი რესურსი – ის არის ავთენტური ისტორიული მატერიალური მეხსიერება.
საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაციისა და საჯარო შეხვედრის არქონა.
ქალაქის განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა განვითარება არ უნდა ხდებოდეს ისტორიული მეხსიერებისა და ურბანული იდენტობის ფასად. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, როგორც ქალაქის ინტერესების წარმომადგენლის, ვალდებულებაა, უზრუნველყოს ბალანსი კერძო ინტერესსა და საზოგადოებრივ სიკეთეს შორის.
დამატებით ინტერესის საგანია, შესწავლილი გაქვთ თუ არა სატრანსპორტო გამტარუნარიანობა აღნიშნულ მონაკვეთზე, როდესაც დაგეგმილია ერთდროულად რამდენიმე კორპუსის აშენება მიმდებარე ტერიტორიაზე (შენდება “მაუდი რეზიდენსი“, იქვეა კლინიკა “ელ-ჯი“, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში დაწყებულია მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობა, ამ ქუჩაზეა ასევე ისტორიული მე-2 საჯარო სკოლა, სამუსიკო სასწავლებელი, სახანძრო), ქუჩები კი ისტორიული უბნისთვის დამახასიათებლად ვიწროა. ეს პრობლემა კორპუსების არ არსებობის მიუხედავად დღესაც დგას – შეინიშნება ინტენსიური საცობები, კორპუსების აშენება კი ვფიქრობთ გამოიწვევს ქალაქის ცენტრალური ნაწილის სატრანსპორტო კოლაფსს და ზიანი იქნება შეუქცევადი, გამოუსწორებელი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უბნის თავისებურებიდან გამომდინარე არ არსებობს გზების გაფართოების რესურსი.
იმ ვითარებაში, როდესაც ქალაქს არ გააჩნია განაშენიანების გენერალური გეგმა, თუმცა ამაზე გარკვეულწილად ნამუშევარია და არსებული დოკუმენტის წინასწარი მონაცემებით რეკომენდებული არ არის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი საცხოვრებელი ზონების შექმნა, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
გთხოვთ წარმოადგინოთ სატრანსპორტო გამტარიანობის გეგმა ამ უბნისთვის ან შეაჩეროთ მშენებლობის პროცედურები ურბანული და ტრანსპორტის სპეციალისტების მიერ საკითხის შესწავლამდე.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ მოთხოვნით:
დაუყოვნებლივ შეჩერდეს დემონტაჟი და დაიწყოს შესწავლა (სატრანსპორტო საკითხების და ისტორიული მნიშვნელობის);
ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ნგრევას გადარჩენილი ეკლესიის და საგუბერნიო ციხის ნაწილის შენარჩუნება, თუნდაც გამოსყიდვა ინვესტორიდან. ქალაქისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება გადარჩენილ ადგილას ოკუპაციის მუზეუმის ან სხვა შემეცნებითი დაწესებულების, ტურისტული ატრაქციის მოწყობა.
უზრუნველყოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების სამართლებრივი და შინაარსობრივი საფუძვლების საჯარო განმარტება;
გაასაჯაროოთ ყველა ნებართვა, შეთანხმება და ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უკავშირდება ობიექტის დემონტაჟსა და ახალ პროექტს;
უზრუნველყოთ დამოუკიდებელი ისტორიულ-არქიტექტურული შეფასება შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით;
ორგანიზება გაუწიოთ საჯარო შეხვედრას, სადაც მუნიციპალიტეტი, ინვესტორი, დარგის ექსპერტები, სასულიერო პირები და მოქალაქეები ერთ სივრცეში იმსჯელებენ აღნიშნული ტერიტორიის მომავალზე.
მიგვაჩნია, რომ ქუთაისი არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული მისამართების ერთობლიობა. ეს არის მრავალშრიანი ისტორიული ქალაქი, რომლის თითოეული სივრცე ქმნის საერთო მეხსიერებას და განსაზღვრავს მომავალ თაობათა იდენტობას.
გთხოვთ, საკითხი განიხილოთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად და უზრუნველყოთ პროცესის სრული გამჭვირვალობა”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
საინიციატივო ჯგუფი:

არჩილ გეგენავა

მარიკა ვაჭარაძე

გოჩა უგლავა

ალიმი ხერხაძე

ნინო გიორგაძე

მაკა ხეცურიანი

სოფიო ბასილაძე

ზაზა ლიპარტელიანი

მიხეილ მუმლაძე

მიხეილ ფიფია

ეკა ფხაკაძე

რომეო ფიფია

ბექა შალამბერიძე

გულიკო ბენაშვილი

ია იაშვილი

ფრიდონ დვალიშვილი

ხვიჩა ვაშაყმაძე

კონსტანტინე ჭარხალაშვილი

ირაკლი მაჩიტაძე

ნანა თოშხუა

მერი ლობჟანიძე

გიორგი კვიტაშვილი

ემა კამკია

კობა გურული

ტარიელ დათიაშვილი

ნატალია რევიშვილი

მარიკა ჩხიკვაძე

გაზიარება247

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 4 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 4 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6981, ევრო – 3.1150, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5707 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

სენაკში 17 წლის ნიკა გადელიას ეძებენ

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
სენაკში 17 წლის ნიკა გადელიას ეძებენ
მთავარი

სენაკში, მეორე დღეა, დაკარგულ 17 წლის ბიჭს, ნიკა გადელიას ეძებენ. როგორც „მთავარ ამბებს“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ბიჭი სახლიდან პირველ აპრილს გავიდა. „ძმამ ნახა… ასე უთხრა: "მაღაზიაში ვიყავი და ახლა სახლში...

დაწვრილებითDetails

“დააკვირდით, რა განახორციელეს, როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით”- მიხეილ ყაველაშვილი

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით ხომ ნახეთ რით დაიწყო - „არავის მიუწვევია, რა შუაშიაო!“ მერე მიიღო მონაწილეობა, ასეთი კარგი, პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, სიტყვითაც გამოვიდა, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მართლაც სასიამოვნო...

დაწვრილებითDetails

“რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული ქვეყანა იყოს”-ვლადიმერ პუტინი

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
ვაცნობიერებთ რა არის ბირთვული იარაღი_პუტინი
მთავარი

რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას და აქტიურად უწყობს ხელს მის ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ...

დაწვრილებითDetails

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ საგანგებო განცხადება

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

"ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს სავარაუდო თაღლითობის მცდელობებთან დაკავშირებით. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი შეტყობინების თანახმად, აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით, თითქოს მრიცხველის ჩვენების გადამოწმების მიზნით, პირადი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო მცირედით გაიაფდა – ნახეთ, რა ღირს

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასმა მცირედით იკლო. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 676 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.51%-ით მატებას წარმოადგენს....

დაწვრილებითDetails

ბოლო 3 დღეში საწვავი ისევ გაიზარდა

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში, ბოლო სამ დღეში, 31 მარტიდან დღემდე, საწვავი 6-დან 20 თეთრამდე გაძვირდა. საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 9 მარტიდან აისახა და ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი რამდენიმე ეტაპად,...

დაწვრილებითDetails

“მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული…ვუყურე ვიდეოს და შოკი მივიღე”-მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

იმ ხალხს, რომლებიც დაზარალებულები არიან, დედა არ ჰყავდათ? მაინც და მაინც ჩემი შვილი უნდა მომკვდარიყო? - ციხეს მაშინ აქვს აზრი და წლებს, თუკი ის გამოასწორებს, ამათი გამოსწორება არ იქნება, ესენი არიან...

დაწვრილებითDetails

” ჩვენი დიდი სურვილია, რომ პროცესი გადაიტვირთოს, მათი სურვილიც არის და ეს გამოჩნდა”-მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ზე

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების დიდი სურვილია, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს. როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვაშინგტონსაც სურს საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა და ეს ყველაფერი გამოჩნდა. მისი თქმით, ზოგიერთი ძალები ამ...

დაწვრილებითDetails

“ლილოს თავშესაფარში რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია” – კახა კალაძე

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ, მოქალაქეთა ნაწილის მიერ განხორციელებული ქმედებები „კატეგორიულად მიუღებელია“. როგორც კახა კალაძემ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, საზოგადოებამ იხილა თემით სპეკულაციისა და ტყუილის გავრცელების მაგალითი....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"