LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში ეძებენ ქალბატონს, რომელიც დილით სახლიდან გავიდა

დაკარგული ქალის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

დაპოსტა 2026/05/07-ში
A A
2.7k
ნახვა
გაზიარება

,,საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილი გარემოებების შესახებ.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციისა და გამოძიების მიმდინარეობის მიხედვით, კამერებში ჩანს, რომ ჩემი მამიდა მზია ლომაია დილით სახლიდან გავიდა და ქუთაისში, რიონჰესის მიმართულებით წავიდა. დაფიქსირებულია, რომ იგი ხიდზე გადადის, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება. სამწუხაროდ, იმ ტერიტორიაზე ვიდეოკამერების გაგრძელების – წვდომა აღარ ვრცელდება, რის გამოც უცნობია, დატოვა თუ არა მან რიონჰესის ტერიტორია.

ასევე დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ ახლომდებარე საავადმყოფოში მუშაობს. მისი თქმით, იგი ყოველ დილით სწორედ ამ ხიდზე გადადის და გუშინ დილას დაინახა ჩუსტები, რომლებიც მამიდას ეცვა. მოგვიანებით კი, სამწუხაროდ, ეს ჩუსტებიც გაქრა, სავარაუდოდ ჩუსტები რიგით სხვა გამვლელს მოეწონა და წაიღი.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები. პროცესში ჩართულია სამაშველო ჯგუფი, პოლიცია და საგამოძიებო უწყებები. თუმცა, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ დრომდე დადასტურებით არ ვიცით, ნამდვილად მოხდა თუ არა ყველაზე მძიმე რამ – რადგან მამიდას კვალი უბრალოდ გაქრა.

ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ემიგრაციიდან დაბრუნებულ მამიდას ოჯახი ცუდად ხომ არ შეხვდა, არის მტკნარი სიცრუე. მამიდას ჰყავს საოცარი შვილები, არაჩვეულებრივი მეუღლე და ოჯახი, რომელიც მას სიყვარულითა და სითბოთი ევლებოდა თავს.

მამიდას არასოდეს ჰქონია რაიმე წინაპირობა იმისა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადაედგა. იგი იყო გაწონასწორებული, თბილი, სიცოცხლით სავსე და მუდამ ღიმილიანი ქალი. ბედნიერი იყო შვილებით, შვილიშვილებითა და მთელი ოჯახით.

ჩვენ არ ვიცით, რატომ გავიდა გუშინ დილით სახლიდან მხოლოდ ჩუსტებით – ისე, რომ არ წაუღია არც ფული, არც ტელეფონი და არავისთვის არაფერი უთქვამს. არ ვიცით, რატომ დაგვატყდა თავს ეს უმძიმესი უბედურება…

გულითად მადლობას ვუხდით საგამოძიებო ჯგუფს, პოლიციას, მაშველებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ დღეებში ჩვენს გვერდით დგას და მამიდას ძებნაში მონაწილეობს.

ასევე უსაზღვროდ მადლიერნი ვართ სრულიად საზოგადოების – თქვენი თანადგომა, ლოცვა და ინტერესი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ბოდიშს გიხდით, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ათასობით შემოსულ შეტყობინებას სათითაოდ ვუპასუხოთ.

და მაინც… სადღაც გულის სიღრმეში გვინდა გვჯეროდეს, რომ მამიდა ამას საკუთარი ნებით არ ჩაიდენდა და იქნებ ცოცხალიც იყოს…

გთხოვთ, თავი შეიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციისა და ზედმეტი ინტერპრეტაციების გავრცელებისგან.

ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით პასუხებს… და იმედი არ დაგვიკარგავს, რომ მამიდას აუცილებლად ვიპოვით. 😭-წერს ირაკლი ლომაია.

გაზიარება1090

დაკავშირებული -პოსტები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო, მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში, მძღოლი გადაწყვეტილების გასაჩივრების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვას ვეღარ შეძლებს – აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წელს ამოქმედდა. საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის...

დაწვრილებითDetails

“თუკი რამეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში…ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მათ გადავასწროთ”-კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში - ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მოლდოვას და უკრაინას გადავასწროთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძემ გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6025 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ზოგი აქებს, ზოგი ლანძღავს, ეს მეტყველებს, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არავის აქვს მორალი”- ირაკლი კობახიძე მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

თუკი ვინმე გაიაზრებს, რომ არასწორი ქმედება ჩაიდინა და მოინანიებს ამ ქმედებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ ჩვენი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარებაზე, სინანულზე, გვექნება...

დაწვრილებითDetails

“შემცივნება, ცხელება და უკიდურესი სისუსტე”-რა სიმპტომები ახასიათებს შავ ჭირს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
“შემცივნება, ცხელება და უკიდურესი სისუსტე”-რა სიმპტომები ახასიათებს შავ ჭირს
მთავარი

შავი ჭირი საშიში ბაქტერიული ინფექციაა მაღალი სიკვდილიანობით. მას იწვევს ბაქტერია Yersinia pestis . შავი ჭირის 3 ფორმა არსებობს: ბუბონური შავი ჭირი, სეპტიცემიური შავი ჭირი და პნევმონიური შავი ჭირი. შავი ჭირის...

დაწვრილებითDetails

„ალტა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
„ალტა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

„ალტა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „მადლობა 25 წლის ერთგულებისთვის, დაუღალავი შრომისთვის, სიკეთისთვის და იმ დიდი კვალისთვის, რომელიც ალტას ისტორიასა და ჩვენს გულებში დატოვე. ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, ალტას IT დირექტორს - თავისი...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 10 000 ლარამდე გაიზარდა – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება. მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ...

დაწვრილებითDetails

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული რჩება

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული რჩება
მთავარი

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა
მთავარი

პოლონეთში ოსტროლენკას პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. RMF-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის მასწავლებელიცაა. 2 დაშავებულის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"