LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დაკავებულ აქტივისტ ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ჩაუტარებენ

დაკავებულ აქტივისტ ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ჩაუტარებენ

დაპოსტა 2025/08/03-ში
A A
121
ნახვა
გაზიარება

უფლებადამცველის ინფორმაციით, დაკავებულ აქტივისტ ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ჩაუტარებენ

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ აქტივისტს, ნინო დათაშვილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის განმავლობაში ჩაუტარებენ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, ნინო დათაშვილის ადვოკატმა თამარ გაბოძემ განუცხადა, პრობლემა არის ის, რომ ხერხემალზე გაკეთებული ოპერაციის გამო, პროკურატურამ გადაწყვიტა, ნინო დათაშვილს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტაროს.

 

„პარასკევის მდგომარეობით არ იყო გადაყვანილი, შაბათ-კვირას არ გადაჰყავთ ხოლმე. ხვალ ვაპირებ, რომ მოვინახულო ნინო დათაშვილი და მექნება ინფორმაცია, გადაიყვანენ თუ არა. ყველა ვარიანტში, ამ კვირას უნდა გადაიყვანონ იმიტომ, რომ განჩინების შესაბამისად, სასამართლომ განსაზღვრა 30 დღე და ამ 30 დღეში შედის კვლევის, გადაყვანისა და უკან დაბრუნების დრო. შესაბამისად, ის კვირა არის ის ვადა, რომელიც უნდა გამოიყენონ განჩინების შემსრულებელმა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორშაბათს უკვე შეიძლება გადაიყვანონ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე იმიტომ, რომ მას ხერხემალზე აქვს გაკეთებული ოპერაცია. პრობლემა არის ზუსტად ის, რომ ხერხემალზე გაკეთებული ოპერაციის გამო, პროკურატურამ გადაწყვიტა, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტაროს“,- განაცხადა თამარ გაბოძემ.

 

ადვოკატის განმარტებით, პროკურატურამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები ნინო დათაშვილის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით.

 

„მსგავსი ჩანაწერი სამედიცინო დოკუმენტში არ არსებობს. ნინო დათაშვილის თანხმობით, ჩვენ გავასაჯაროვეთ სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც ორგანიზაციის გვერდზე არის, სადაც არანაირი ჩანაწერი არამდგრადობასთან დაკავშირებით არ არის აღნიშნული“,- განაცხადა თამარ გაბოძემ.

 

როგორც მან განაცხადა საუბარია ფსიქო-ემოციურ ლაბილობაზე, რაც ადვოკატის განმარტებით, ხერხემლის დაავადების თანმდევი მდგომარეობა არის, როდესაც ადამიანს აქვს ტკივილები და ამას ემოციებით გამოხატავს.

 

„[პროკურატურის] განცხადება არასწორ ინფორმაციას შეიცავს. ალბათ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა მიზანი, რადგან არამდგრადი მდგომარეობა სამედიცინო ჩანაწერებში არ იკითხება. ჩვენ ეს მტკიცებულება გავასაჯაროვეთ, რომ იქ მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. გარდა ამისა, ალბათ, მიზანი არის, რომ გაამართლოს პროკურატურამ თავისი უკანონო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება სტანდარტებს, ვალდებულებს და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, როდესაც შესაძლებელია, ადამიანს ექსპერტიზა ჩაუტარდეს. ნინო დათაშვილს ხერხემლის ოპერაციის გამო, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ და ეს დადგენილება მიიღო პროკურატურამ. როგორც არ უნდა ცვალონ და ინტერპრეტაცია მისცენ ამ განცხადებას, არსებობს სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც მე წარვადგინე იმიტომ, რომ ნინოსთვის პატიმრობა არ შეეფარდებინათ“,-განაცხადა თამარ გაბოძემ.

 

გარდა ამის, ადვოკატის ინფორმაციით, ნინო დათაშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ობიექტური ვერასდროს იქნება, რადგან „არცერთი მოწმე, რომელიც სასამართლოს თანამშრომელი არ არის, გამოკითხული არ არის“. ადვოკატის ცნობით, ასევე არ არის გამოკითხული თავად ნინო დათაშვილი, რომელიც არაერთხელ ითხოვდა, რომ გამოეკითხათ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნინო დათაშვილის უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურამ „სრულიად უსაფუძვლოდ მოითხოვა დათაშვილისთვის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა“.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განმარტა, რომ თავად დაცვის მხარემ წარადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა და ექსპერტიზის დანიშვნა მიზანშეწონილად ამიტომ ჩაითვალა.

 

პროკურატურის განცხადების საპასუხოდ, ნინო დათაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ დათაშვილს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, რაც სიმპტომია და არა დიაგნოზი.

 

„2019 წელს გაცემულ დოკუმენტში მკაფიოდ მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მალთაშუა დისკის დაზიანება, რადიკულოპათია, მალთაშუა დისკის თიაქარი. ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებსა და ტკივილის ინტენსივობამ იმატა უკანასკნელი წლების განმავლობაში. აღნიშნული დიაგნოზის და მწვავე ტკივილების თანმხლებად მითითებულია, რომ ნინოს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა.

 

ემოციური ლაბილობა არ არის დიაგნოზი. ის არის სიმპტომი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის შერაცხადობასთან”,- განაცხადეს დათაშვილის უფლებადამცველ ორგანიზაციაში, – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

 

შეგახსენებთ იმასაც, რომ ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მამაკაცი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
ქუთაისში მამაკაცი დააკავეს
მთავარი

მეგა ტვ-ს ინფორმაციით ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ნასვამი მამაკაცი დააკავეს. როგორც წყარო გვიყვება , მძღოლი ავტომობილს მაღალი სიჩქარით მართავდა . იგი პოლიციამ გადამოწმების მიზნით გააჩერა,  მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამართალდამცავებს სიტყვიერი...

დაწვრილებითDetails

რა კადრები გაასაჯაროვა მშობელმა, რომელიხ ბაღს ძალადობაში ადანაშაულებს

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
რა კადრები გაასაჯაროვა მშობელმა, რომელიხ ბაღს ძალადობაში ადანაშაულებს
მთავარი

"საძინებელში არ დაუძნებია, ტატამები გვაქვს შეკერილი, რომ ბავშვებმა იკოტრიალონ და იმაზე წამოუწვენიათ" - ასე პასუხობს თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორი, ბელა გაბუნია "პირველების" კითხვას, როგორ აღმოჩნდა მცირეწლოვანი ბავშვი იატაკზე.  ...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 500-დან 6 000 ლარამდე – ვის შეეხება ახალი რეგულაცია

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება უუქმდებათ და ამის ნაცვლად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ ბაზაში რეგისტრაცია მოუწევთ – შესაბამისი ცვლილებები „ტურიზმის შესახებ“ კანონში პარლამენტში ინიცირებულია. კანონპროექტის მიხედვით, ტურისტული საქმიანობის...

დაწვრილებითDetails

“ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა არ გააჩნიათ” – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
ისტორიულად მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეა – ირაკლი ქადაგიშვილი
მთავარი

ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, აჩვენებს, რომ მათ შორის არანაირი რეალური ერთობა არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მიუთითებს იმას, რომ მათ...

დაწვრილებითDetails

მოსწავლეები სკოლებში ვეღარ შეძლებენ ტელეფონების, ლეპტოპების, ჭკვიანი საათების გამოყენებას

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
სარეკლამო შეტყობინებების გათიშვის ფუნქცია უფასო ხდება
მთავარი

საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ზვიად გაბისონიას ბრძანება სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ახალი, სავალდებულო წესის შესახებ. რეგულაცია ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა და გავრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების...

დაწვრილებითDetails

“დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა”- კახა კალაძე ოპოზიციაზე

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა. რეალურად, ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური წარმომადგენელი, პარტია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო, 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 148 დოლარით დაეცა და 4 328 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 23 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
დიდი ოდენობით ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 163 ფაქტი გამოავლინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიან 31 მაისის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 163 ფაქტი...

დაწვრილებითDetails

კიკვიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 თვის დაგვიანებით დაიწყო

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
კიკვიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 თვის დაგვიანებით დაიწყო
მთავარი

კიკვიძის სკვერის შესახებ გუშინ, "მეგა ტვ"-ს ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, სადაც ჩანს თუ როგორი ანტისანიტარიაა ბაღში დაგვიანებული რეაბილიტაციის ფონზე, დღეს ქუთაისის მერიამ გამოაქვეყნა ქარდი რომ, ბაღის რეაბილიტაცია დაწყებულია. https://www.youtube.com/watch?v=rh_kWtpmssw&t=2s ცნობისთვის,...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილია ექსკურსიის მიკროავტობუსის მძღოლი – ავარია ავტომაგისტრალზე

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
“ერთმა მეორეს ესროლა ხელყუმბარა”-თბილისში ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა
მთავარი

რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილია ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი. არსებული ინფორმაციით,  მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი, რის შედეგად ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"