ქუთაისის მერობის კანიდატი ხატია დეკანოიძემ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. იგი დღეს ქუთაისელ მხარდამჭერებს შეხვდა.
მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში დაწერა:
“ყოველ ბრძოლაში შესვლისას ჩემს მშობლებს განსაკუთრებით ეზრდებათ მგრძნობელობა. ნერვიულობენ, ადგილს ვერ პოულობენ და განიცდიან ჩემს ყველა გულიდან ამოსულს.
ქუთაისის მერობაზე, რეფერენდუმის მოგებაზე ჩემს ბრძოლას დედა და მამა წყნარად შეხვდნენ.
“ქუთაისი გულში ჩაგიკრავს დედიკო, აი ნახავ” – მითხრა დედამ.
ჰო, და ჩემი კამპანიის პირველი დღე მინდა ასე შევაფასო: გულში ჩასახუტებელი, თბილი და ტკბილი ხალხი. გამარჯვების მოლოდინში ჩასახუტუნებელი ქუთაისი დამხვდა”, – წერს ხატია დეკანოიძე Facebook-ზე