პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრებმა პერფორმანსი გამართეს და “ქართულ ოცნებას” ქუთაისიდან ხელსახოცი და ვაზელინი გაუგზავნეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გოგი წულაიას თქმით, ხელისუფლებას სირცხვილი და შეცდომების მოსაწმენდად ხელსახოცი სჭირდება. “მმართველ გუნდს „სელპაკები“ და ვაზელინი გავუგზავნეთ, რითაც იუმორით გამოვეხმაურეთ მიმდინარე პროცესებს და დღევანდელ სხდომას. მმართველ გუნდს იმდენი შეცდომა და სირცხვილი აქვს, რომ ამ პროცესიდან უმტკივნულოდ გამოსასვლელად „სელპაკები“ და ვაზელინი დასჭირდებათ. სირცხვილია, რაც ხდება”, -განაცხადა გოგი წულაიამ.
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. სუს-ის უფროსის მოადგილის ლაშა მაღრაძის განმარტებით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის...










