გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გაბეჩავას ადვოკატის ლიკა ბითაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სოციალური ქსელი შეამოწმეს. მისივე თქმით, გამოძიების მხრიდან, წვეულების ორგანიზატორის, ანა გაბეჩავას მიმართ კითხვები ამ ეტაპზე არ დასმულა.
„სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარდა სოციალური ქსელის შემოწმება, თავიდან ბოლომდე დათვალიერება. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს იყო. კითხვები არ დასმულა არაფერი,“ – აცხადებს ადვოკატი.
ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ანა გაბეჩავას ამ საქმის სხვა ფიგურანტებთან მიმოწერა, ადვოკატმა განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ვერ ისაუბრებს.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.