კომპოზიტორ გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, დიდუბის პანთეონში დაკრძალვა თავად კომპოზიტორის სურვილი იყო.
დღეს, 14:00 საათზე კომპოზიტორს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
84 წლის ასაკში კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. გია ყანჩელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.
“მისი მუსიკა ხალხის გულიდან იყო ამოსული” – ქუთაისში გია ყანჩელს იხსენებენ