გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ ნაწილში, მსუბუქი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ერთძრავიანი თვითმფრინავის, Piper-ის ნაწილები საგანგებო სიტუაციების სამსახურმა იპოვა და სამი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა. გარდაცვლილთა ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.