გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის მთავრობა დაფინანსებას 11.5 მილიონ ლარამდე ზრდის. ინფორმაციას “ბიზნესპრენიუსი” ავრცელებს.
ცნობისთვის, მარტში გამოცემული განკარგულებით, გელათის დაფინანსება 7.5 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის მოცულობა 4 მილიონი ლარით გაიზარდა.
ამავე განკარგულების თანახმად, 11.5 მილიონი ლარის გამოყოფა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.