LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” გახარებული იყო, რადგან ვიყავით პოლიციის თანამშრომლები” – რა ჩვენებები მისცეს რუსთავში მოკლული 35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებულმა პოლიციელებმა

” გახარებული იყო, რადგან ვიყავით პოლიციის თანამშრომლები” – რა ჩვენებები მისცეს რუსთავში მოკლული 35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებულმა პოლიციელებმა

დაპოსტა 2019/10/14-ში
A A
568
ნახვა
გაზიარება

რა ჩვენება მისცეს პოლიციელებმა, რომლებსაც კრიმინალებთან გარიგებასა და მკვლელობის თანამონაწილეობაში ედებათ ბრალი

ექსკლუზიურ მასალას “კვირის პალიტრა” ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, მოქმედი პოლიციელები – დავით მიროტაძე და მიხეილ ღებიანური, ასევე მათი მეგობარი, ყოფილი პოლიციელი დიმიტრი დუღაშვილი კრიმინალებს გაურიგდნენ და პოლიციის ფორმაში ჩაცმულებმა ზურაბ დადეშელი გაიტაცეს, რუსთავში ჩაიყვანეს და ბორკილდადებული იმ კრიმინალებს გადასცეს, რომლებიც დადეშელის მკვლელობას გეგმავდნენ. ზურაბ დადეშელს დანით 30 ჭრილ­ობა მიაყენეს, შემდეგ კი მტკვარში გადააგდეს. ცხედარი 5-დღიანი ძებნის შემდეგ წყალმა გამორიყა.

 

ჩვენი ინფო­რმაციით, პოლიციელების გარდა, საქმეში

მონაწილე პირებს სახელი და გვარი შეცვლილი აქვთ. გამოძიება მათ ამჟამინდელი პასპორტის მონაცემებით მოიხსენიებს. გამოძიებით დადგინდა, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გიორგი ასათიანმა­ (გიორგი შონია) და მისმა თანამზრახველმა ზურაბ ჯღარკავამ (ზურაბ ბარბაქაძე) წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით ზურაბ დადეშელის (დავით­ მუმლაძე) მკვლელობა დაგეგმეს. მკვლელობაში ბრალდებული გიორგი

ასათიანი თურმე მოკლულის ერთ-ერთი შვილის ნათლიაა. დადეშელს სამი მცირეწლ­ოვანი შვილი დარჩა. სამართალდამცავების მტკიცებით, სახლიდან მსხვერპლი დამნაშავეების დავალებით ზურაბ დადეშელის მეგობარმა, გიორგი­ გეთაშვილმა (ზურაბ ოქრუაშვილი) გამოიტყუა. გამოძიების მტკიცებით, საქმეში 6 პირი ფიგურირებს, აქედან 5-ს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. დანაშაულს აღიარებენ დაკავებული პოლიციელებიც. გამოძიების მტკიცებით, დადეშელს ასათიანმა და ჟღარკავამ დანით 30 ჭრილობა მიაყენეს.

ასათიანის ადვოკატი სოსო ხარატიშვილი აცხადებს, რომ გიორგი ასათიანი დანაშაულის ჩადენის დროს დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა. ამ დრომდე იძებნება მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ჯღარკავა. დაკავებული პოლიციელები ამბობენ, რომ სწორედ მათ გადასცეს გატაცებული, თუმცა ირწმუნებიან, არ ვიცოდით, მის მოკვლას თუ აპირებდნენო.
უკვე ცნობილია, რომ ადამიანის გატაცებაში თითოეულმა­ პოლიციელმა 4 000 ლარი აიღო.

დავით მიროტაძის ჩვენებიდან:
 

fb

 

რუსთავში მცხოვრები 38 წლის დავით მიროტაძე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. ის კრიმინალ სიძეს, დის ქმარს, ზურაბ ჯღარკავას გაურიგდა.

 

“2019 წლის სექტემბერში ჩემი სიძე მოვიდა რუსთავში და მითხრა, რომ ერთ პიროვნებასთან, რომელიც მისი რაიონელი­ იყო, დავით მუმლაძესთან (იგივე ზურაბ დადეშელი) ჰქონდა დაძაბულობა და მთხოვა დახმარება. მითხრა, რომ ემუქრებოდა მას და მის ოჯახს… შევთანხმდით, რომ ოქტომბრის პირველ რიცხვებში ჩავიდოდი თბილისში, შევხვდებოდი ჩემი სიძის მეგობარს, გიორგი გეთაშვილს, რომელიც ჩაისვამდა მანქანაში ზურაბ დადეშელს, ამის შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად იძულებით ჩავსვამდით ჩვენს მანქანაში და წავიყვანდით რუსთავში. იქ გადავსვამდით ჩემი სიძის მანქანაში… ჩემს ყოფილ კოლეგას, დიტო დუღაშვილს ვესაუბრე ჩემი სიძის პრობლემებზე. ავუხსენი, რომ დადეშელი ოჯახს მოკვლით ემუქრებოდა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მესაჭიროებოდა დახმარება… ისიც ავუხსენი, ჩემი სიძის მეგობარი გეთაშვილი ჩაისვამდა მანქანაში, ამის შემდეგ ჩვენ მივვარდებოდით, გადავსვამდით ჩვენს მანქანაში და გადავაბარებდით ჩემს სიძეს, ის ცოტას წამოარტყამდა და ჭკუაზე­ მოიყვანდა.

 

დუღაშვილი დამთანხმდა… შემდეგ დავუკავშირდი მიხეილ ღებიანურს, რომელიც ჩემი თანამშრომელია და შეხვედრა ვთხოვე. მასაც ვუამბე ყველაფერი და ისიც დამთანხმდა… 1-ლ ოქტომბერს დილით ჩემს სახლთან მოვიდა დიტო დუღაშვილი შავი ფერის ბმვ-ს მარკის ავტომანქანით და გავემართეთ სასაფლაოების მიმართულებით. იქ გააჩერა მანქანა, მოვხსენით სანომრე ნიშნები და დავუყენეთ ე.წ. ტრანზიტული სანომრე ნიშნები. მიხეილ ღებიანურს სახლში მივაკითხეთ. ისიც ჩაგვიჯდა მანქანაში და წავედით თბილისისკენ. სამივეს გვეცვა პოლიციის ფორმა. თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე გავჩერდით და იქ მოვიდა გეთაშვილი­ თეთრი ბმვ X 6-ით, გვერდით გიორგი ასათ­იანი ეჯდა. მე, გეთაშვილმა და ასათი­ანმა ვისაუბრეთ, როგორ უნდა მოგვეხდინა მუმლაძის შეპყრობა, განიარაღება და შემდგომ რუსთავში წაყვანა. ეს საუბარი შეიძლება გაეგო ღებიანურსა და დუღაშვილსაც, რადგან მოლაპარაკება ჩვენს ავტომანქანასთან ახლოს იყო. ამ საუბრის შემდეგ ისინი ჩასხდნენ თავიანთ მანქანაში და წავიდნენ, ხოლო მე დავჯექი­ ჩვენი ავტომანქანის საჭესთან და გავყევით მათ უკან. ცოტა ხანში გადავასწარით. გზაში ვუთხარი­ ბიჭებს, რომ ახლა ჩაისვამდა გეთაშვილი მუმლაძეს და გლდანში მოიყვანდა. ბელიაშვილის ქუჩაზე ისევ წამოგ­ვეწია ეს მანქანა­, ამჯერად მარტო იყო გეთაშვილი,­ მანიშნა, რომ გავყოლო­დით. ასათიანი როდის ჩამოვიდა მანქანიდან, არ ვიცი. მუხიანის მიმართულებით წავედით, გეთაშვილმა გააჩერა მანქანა, ჩვენ გავცდით და ოდნავ მოშორებით გავჩერდით. მალე ჩაგვიარა გვერდით გეთაშვილმა, უკვე იჯდა მუმლაძე. გლდანის ტერიტორიაზე გეთაშვილმა მანქანა ისევ გააჩერა და გადმოვიდა. ამ დროს სამივემ სწრაფად შევბოჭეთ მუმლაძე, მას “მაკაროვი” ამოუღო ღებიანურმა. ჩავაგდეთ ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გვერდით მიუჯდნენ დიტო და მიხეილი და მიშამ­ იარ­აღი, რომელიც ამოაცალა მუმლაძეს, გადმომაწოდა, მანქანის წინა სავარძელში დააგდეს მუმლაძის მობილურიც… რუსთავში რომ შევედით, მე დავუკავშირდი ჩემს სიძეს, ვუთხარი,­ რომ მას ველოდებოდით ქუჩის ბოლოში… ჩვენ ხელებზე ბორკილდადებული მუმლაძე ჯღარკავას და ასათიანს გადავეცით. ამის შემდეგ მტკვარზე გადასასვლელ ხიდთან ჩავუხვიეთ, გრუნტიან გზაზე გადავედით და მდინარე მტკვრის სანაპიროზე გავაჩერეთ და მუმლაძის იარაღი და ტელეფონი, ასევე ტრანზიტული სანომრე ნიშნები მტკვარში­ გადავყარე. ამის შემდეგ ჯერ ჩამოვსვი დიტო, მერე გადავჯექი ჩემს მანქანაში, სახლთან მივიყვანე ღებიანური და წავედი სახლში…

მომდევნო დღეს, საღამოს შევხვდი დიტო დუღაშვილს და მივეცი 4.000 ლარი… 4.000 ვაჩუქე ღებიანურს. ჩემი სიძე პერიოდულად მჩუქნის ხოლმე გარკვეული რაოდენობის თანხებს და ეს თანხაც მან მაჩუქა. ბიჭებს წინასწარ თანხას არ შევპირებივარ. 4 ოქტომბერს მიხეილ ღებიანურს გავუჩერე მანქანა, ამ დროს გამოიარა ჩემმა სიძემ და ვკითხეთ, თუ რა ბედი ეწია მუმლაძეს, მან გვითხრა, ის უკვე აღარ არსებობსო…”

მიხეილ ღებიანურის ჩვენებიდან:

“…გზაში გვისვამდა მუმლაძე კითხვებს, რატომ დამაკავეთ, რაშია საქმეო, მაგრამ არაფერს ვპასუხობდით… პოლიციაში ვიყავი 5 ოქტომბერს, რომ შემოვიდა შეტყობინება, მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყაო, ეს იყო მუმლაძის ცხედარი. როგორც დათო მიროტაძისგან ვიცოდი, მას ცემას უპირებდნენ და იძულებულს გახდიდნენ საქართველო დაეტოვებინა. მოულოდნელად ვგებულობ, რომ ჯღარკავას და ასათიანს ის მოუკლავთ… რაც შეეხება 4.000 ლარს, იმ ფულით ვალები გავისტუმრე, 600 დოლარი პროცენტიანი ვალი მქონდა და მივეცი. 500 ლარი საქართველოს ბანკის ბანკომატში ჩავრიცხე, 300 ლარი კი დედაჩემს მივეცი, ხოლო დანარჩენი პირადი ოჯახური საჭიროებისთვის დავხარჯე”.

 

დიმიტრი დუღაშვილის ჩვენებიდან:
დიტო დუღაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ გატაცებულ მუმლაძეს პოლიციელების დანახვაზე იმედიც კი ჩაესახა, რომ მას არაფერი ემუქრებოდა.

“…მიროტაძე ვაცაპით დამიკავშირდა­ და მითხრა, მოუკლავთო ის ბიჭი ასათიანს­ და ჯღარკავას. 4.000 ლარიდან 1.600 ლარი ვალი გავისტუმრე. 900 ლარით დავფარე მინიკრედიტის ვალდებულება, 900 ლარი ასევე გადავიხადე ლიბერთი ბანკში, 200 ლარი ვალი დავუბრუნე ჩემს მეგობარ ლევანს, რაც შეეხება 200 ლარს, ვიყიდე სურსათი… როდესაც იმ პირს უკანონოდ აღვუკვეთეთ თავისუფლება, ის გზაში გვეუბნებოდა,­ რომ გახარებული იყო, რადგან ვიყავით პოლიციის თანამშრომლები და არა სხვა პირები. მისი განმარტებით, მას ჰყავდა მტრები, ახსენებდა ვიღაც ზურას, რომელსაც რაღაც ენები მიუტანეს და გადაკიდებული იყო მასზე”.

“ზურას ბავშვებსაც კი მოეფერა ეგ სადისტი”
kvirispalitra.ge
თეგები: დავით მიროტაძედავით მუმლაძედიმიტრი დუღაშვილიმიხეილ ღებიანურიმკვლელობაპოლიციელი
გაზიარება305

დაკავშირებული -პოსტები

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,  ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო – 3.1606, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6065 ლარი ეღირება. გუშინ, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6759,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

” აშშ-ისრაელის კამპანიაში ნებისმიერი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება”-ირანის საგარეო უწყება ევროპის ქვეყნებს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
” აშშ-ისრაელის კამპანიაში ნებისმიერი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება”-ირანის საგარეო უწყება ევროპის ქვეყნებს
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპულ ქვეყნებს აფრთხილებს, არ მიიღონ არანაირი მონაწილეობა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციაში და აცხადებს, რომ ეს „ომის აქტი“ იქნება. „ეს ომის აქტი იქნება. ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი...

დაწვრილებითDetails

“ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ “- გიორგი შარაშიძე „ოპოზიციის ალიანსზე“

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა კი მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემგანაცხადა, რითაც იმ ფაქტს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში
მთავარი

2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. პლატფორმას 32 შეტყობინება წარედგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 78%-იან ზრდას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა...

დაწვრილებითDetails

“არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად” – ლევან მახაშვილი აშშ-ზე

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ჩვენ არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად, თორემ იქნებოდა აქამდე, რა თქმა უნდა, ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა - ჩვენ ლოდინის დიდი უნარი გვაქვს, მზად ვართ, მშვიდად დაველოდოთ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მთავარი

საბერძნეთში საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი - ინფორმაციას Reuters-ი პოლიციისა და დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ი განმარტავს, რომ აღნიშნული ბაზა ხმელთაშუა ზღვაში...

დაწვრილებითDetails

“დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია” – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
ამით, პრაქტიკულად, ამხილა გახარია, რომ ის არის “ნაცმოძრაობის” შემადგენელი ნაწილი – გურამ მაჭარაშვილი ნათია მეზვრიშვილზე
მთავარი

ამ დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია - სიამოვნებით ვიხილავდი ზურაბიშვილს ამ გაერთიანებულ ავტომობილში, მაგრამ, რა თქმა უნდა, რამდენიმე მეტრიანი გადაადგილების შემდეგ, ისევ აღმოჩნდებიან იქ, საიდანაც ვითომ აღდგნენ, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატება,რომლის მოთხოვნის დაუცველობაც 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატება,რომლის მოთხოვნის დაუცველობაც 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს
მთავარი

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ დაემატება. აღნიშნული ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა მძღოლის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა
მთავარი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში, ისრაელის მიერ ამჟამად დაკავებული ხუთი პოსტის მიღმა, ჯარები განალაგეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჯარისკაცები გაძლიერებული თავდაცვითი პოზიციის ფარგლებში სასაზღვრო ზონის მახლობლად რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"