ხონის ცენტრალურ ნაწილში, წყალდამშრალი სასმელი წყლის შადერევანი წლებია უფუნქციოდაა მიტოვებული. აქ წყალი ავტოსადგურის გახსნის დღიდან, თითქმის ყოველთვის იყო. მაშინაც კი, როცა ხონს წყალი თვითდინებით არ მიეწოდებოდა. წყალის გრაფიკით მიწოდების პირობებშიც, აქ პრობლემა მგზავრებს არ შექმნიათ. ამჯერად, საკითხის გადაჭრა ფინანსურ უზრუნველყოფას საჭიროებს. კომერციული თვალსაზრისით იგი საინტერესო არავისთვის აღმოჩნდა. სადგურის ადმინისტრაციას შემოსავლებისა და მგზავრთა მცირე ნაკადის გამო დამატებითი ხარჯის გაწევისათვის საკმარისი ბიუჯეტი არ აქვს, არც წყლის კომპანია გეგმავს გამონაკლისის დაშვებას. როგორც ჩანს ადგილობრივ თვითმმართველობას ნაკლებად აინტერესებს, ხონის ცენტრალურ ნაწილში, კიდევ ერთ შადრევანში იქნება თუ არა სასმელი წყალი. თუნდაც, საგურის ტერიტორიის მიღმა, მაგრამ იმ ლოკაციასთან ახლოს, სადაც უამრავი ხალხი მოძრაობს და ტრანსპორტს ზოგჯერ საათობით ელოდება.
სწორედ ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ამ პრობლემით დაინტერესება და საკითხის მოგვარება, ხონის, როგორც საკურორტო ზონის ქალაქის იმიჯზე, მგზავრთა საჭიროებაზე და დაანონსებული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დადებითად აისახება.