გასულ ღამეს ღაზის სექტორში ისრაელის იერიშებს 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელმა შეტევა ლიბანის ტერიტორიაზეც განახორციელა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი, 19 კი დაიჭრა.
“ცახალის” მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება “ხამასის” მიერ დატყვევებული 6 ისრაელელის ღაზაში ხან-იუნისთან მდებარე გვირაბებში აღმოაჩინეს.
შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში უნდა იყოს მიღწეული.