ქუთაისის ე.წ გორის პარკის საბაგირო ახალ სამუშაო გრაფიკზე გადავიდა. როგორც მოქალაქეებმა გვითხრეს ცვლილებები გრაფიკში 3 სექტემბრიდან შევიდა. საბაგირო ხუთშაბათ დღეს არ იმუშავეს, შაბათ-კვირას კი დილის 12 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე მოგემსახურებათ. რაც შეეხება კვირის დანარჩენ დღეებს, საღამოს 17:00 -დან 22:00 საათამდე იმუშავებს. ფაქტს გვიდასტურებს ბესარიონ გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასასვენებელი პარკის დირექტორი კახა კუხიანიძეც. მისი თქმით სამუშაო გრაფიკის შეცვლა შრომის კანონმდებლობაში არსებულმა ცვლილებებმა გამოიწვია. მისივე თქმით სამუშაო გრაფიკი კვირაში 40 საათზე გაითვალა. ვიზიტორებს კი, რომლებსაც დღის საათებში პარკის მონახულება სურდათ, უკან მოუწიათ დაბრუნება.
ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო
"პირველების" ინფორმაციით, ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო - როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, წყალსადენის შენობის ეზოდან წყალსადენის დირექტორმა სულხან გვარჯალაძე სამი გასროლა განახორციელა. სულხან გვარჯალაძე ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ...









