არსებული ინფორმაციით, თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილები არიან ერთი ოჯახის წევრები – მშობლები და შვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მათივე საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან ვარდნა გახდა.
ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო.










