LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა მიმართულებებს ირჩევენ აბიტურიენტები საქართველოში

განათლების შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს

დაპოსტა 2026/02/04-ში
A A
271
ნახვა
გაზიარება

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას უკავშირდება.

“უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით 86-ხმით (10 – წინააღმდეგი) მიიღეს. მასთან ერთად ცვლილებები განხორციელდა “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში და “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონში.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონს ახალი მუხლები ემატება, რომლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოთა უფლებამოსილებების განხორციელების განსაკუთრებული წესი.

მთავრობის დადგენილებით, რეორგანიზაციის პერიოდში და განსაზღვრული ვადით, შეიძლება შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებით განსაზღვრული ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილების განხორციელების წესი თუ ეს აუცილებელია რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.

ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში, განათლების მინისტრი უფლებამოსილი ხდება დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და დროებითი კოლეგიალური მმართველი ორგანო – დროებითი მმართველი საბჭო შექმნას, რომელსაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოცულობითა და ვადით აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელება გადაეცემა.

კანონის პროექტის თანახმად, აღნიშნული უფლებამოსილება არის დროებითი და მიზნობრივი, ვრცელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე და წყდება რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ან რეორგანიზაციაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მართვის ორგანოების ფორმირების შემდეგ.

გარდა ამისა, “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა ეძლევათ, მილევად რეჟიმში – კონკრეტული ვადით ის პროგრამები განახორციელონ, რომლებიც მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული არ იქნება. აღნიშნულ პროგრამებზე უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ვადით გააგრძელონ. აღნიშნული საკითხი პარლამენტის მიერ 2025 წლის დეკემბერში მიღებული კანონიდან გამომდინარეობს, რომლის გათვალისწინებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში ენიჭებათ.

სიახლეა ისიც, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება.

“უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით განისაზღვრება, თუ ვინ შეიძლება აირჩეს წამყვანი პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე – ის შეიძლება გახდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.

“უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების ფარგლებში კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა უქმდება. მასწავლებელთა მომზადება ბაკალავრიატის საფეხურზე განხორციელდება.

კანონის პროექტი პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარადგინა.

გაზიარება108

დაკავშირებული -პოსტები

დღეს ღვთისმშობლობაა

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
დღეს ღვთისმშობლობაა
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს - ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ქვეყანაში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III საეკლესიო მსახურობას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს. "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობით,...

დაწვრილებითDetails

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღეა. თამამად იმოქმედე, მაგრამ ემოციებს ნუ აჰყვები.   კურო   ფინანსებში სასიამოვნო სიახლე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება.   ტყუპები   საინტერესო საუბარი ან მოულოდნელი შეხვედრა დღეს ბევრ...

დაწვრილებითDetails

21 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით – ანი ქავთარაძე

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
“ინფიცირებულთა ნახევარი იღუპება” – რა არის მარბურგის ვირუსი და როგორია მკურნალობის მეთოდი
მთავარი

ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით - ანი ქავთარაძე დაავადებთა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითქც ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი დიდი ალბათობით ნორავირუსი გახდა. ანი ქავთარაძე პოსტში...

დაწვრილებითDetails

ბაღებში ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო – დავადებათა კონტროლი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა შორის მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.   „17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე, კვლევაში დაავადებათა კონტროლისა...

დაწვრილებითDetails

,,წებოს ხრიკი” – საბერძნეთში ქართველები მძარცეველები დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
,,წებოს ხრიკი” – საბერძნეთში ქართველები მძარცეველები დააკავეს
მთავარი

საბერძნეთის პოლიციამ საცხოვრებელი სახლების ძარცვაში ეჭვმიტანილი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა. პოლიციის ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ათენისა და ატიკის სხვა რაიონებში ბინებს წინასწარ შერჩეული სქემით ძარცვავდნენ.   გამოძიების მიხედვით, ჯგუფი ბინის მცხოვრებლების სახლში...

დაწვრილებითDetails

არსებობს დატბორვისა და მეწყრული პროცესების განვითარების ალბათობა… – მეტეოროლოგის გაფრთხილება

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უამინდობის გამო შესაძლო მეწყერული პროცესების რისკებზე წერს.   „აჭარის სანაპირო კურორტებსა და დაბალმთიან რაიონებში კვლავ არსებობს დატბორვისა და მეწყრული პროცესების განვითარების ალბათობა. გაითვალისწინეთ აღნიშნული რისკები და გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და დინამიკური იქნება. კარგი დროა დაწყებული საქმის დასასრულებლად და კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. ურთიერთობებში სიჩქარეს მოერიდე.   კურო ფინანსურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება მოგიწევს. შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა...

დაწვრილებითDetails

20 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

112-ში შეფერხებაა – როგორ უნდა დაუკავშირდეთ საჭირო სამსახურებს

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
112 განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 591544375 591946870 591946840 591544384 577011174 598087761 599842206 577011241 ტექნიკური ჯგუფი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"