LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გამოკითხულთა 50%-ს ჰქონია შემთხვევა, როცა მას ან მის ოჯახის წევრს წამალი სჭირდებოდა, მაგრამ არ ჰქონდა შეძენის ფინანსური შესაძლებლობა – NDI

დაპოსტა 2019/09/17-ში
58
ნახვა
გაზიარება

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 47% ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად წამლების ფასს ასახელებს. კვლევის ნაწილში, სადაც საუბარი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზეა, კითხვაზე: „თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან რომელია ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა“, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 47% წამლების საფასურს ასახელებს, 24% ყველაზე დიდ პრობლემად ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობას აღიქვამს, ხოლო 14% – სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტების საფასურს.

დანარჩენ გამოწვევებად სახელდება წამლების დაბალი ხარისხი (გამოკითხულთა 5%), ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში (3%), საავადმყოფოების ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის დაბალი ხარისხი (1%), საავადმყოფოების სიმცირე (1%), და ცუდი სანიტარული პირობები საავადმყოფოებსა და კლინიკებში (1%). გამოკითხული მოსახლეობის 4%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე: „საერთო ჯამში, რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ ჯანდაცვის ხარისხით საქართველოში“, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ ძალიან კმაყოფილია, 58% – ნაწილობრივ კმაყოფილი, 16% ნაწილობრივ უკმაყოფილო, ხოლო გამოკითხული მოსახლეობის 9% უკმაყოფილოა. 3%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.

ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შესახებ დასმულ კითხვას: „გასული წლის განმავლობაში, თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გადაგიდიათ თუ არა სამედიცინო მკურნალობა, იმიტომ, რომ არ გქონდათ ამის ფინანსური შესაძლებლობა“, გამოკითხულთა 54% დადებითად პასუხობს, 45% – უარყოფითად, 1%-მა კი ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.

რაც შეეხება კითხვას, „გასული წლის განმავლობაში, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრს წამალი გჭირდებოდათ, მაგრამ არ გქონდათ შეძენის ფინანსური შესაძლებლობა“, გამოკითხულთა 50%-მა დადებით პასუხი გასცა, 49%-მა – უარყოფითი, ხოლო 1%-მა პასუხი არ იცის.

დაწესებულებების მისაწვდომობასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 90% დადებითად პასუხობს კითხვაზე „თქვენი სახლიდან 30 წუთის მანძილზე არის თუ არა რაიმე სამედიცინო დაწესებულება (კლინიკა, საავადმყოფო, ამბულატორია)“, 8%-ის პასუხი ამავე კითხვაზე უარყოფითია, ხოლო 1%-მა არ იცის.

კითხვაზე „თუ დიახ, რამდენად ენდობით ან არ ენდობით, რომ ეს დაწესებულება გაგიწევთ საჭირო სამედიცინო მომსახურებას“, გამოკითხულთა (90%-დან, ვისი სახლიდან 30 წუთის მანძილზე არის სამედიცინო დაწესებულება) 26% აცხადებს, რომ სრულიად ენდობა, 54% – ნაწილობრივ ენდობა, 9% ნაწილობრივ არ ენდობა, ხოლო 8% – საერთოდ არ ენდობა.

თეგები: ndiწამალიჯანდაცვაჯანმრთელობა
გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
12
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
5
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
106
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
133
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
38
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
22
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
79
მთავარი

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,...

დაწვრილებითDetails

ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
66
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე განმარტებას ავრცელებს. ხშირად დასმული შეკითხვები: რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს? – საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც...

დაწვრილებითDetails

ლოცვა,რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ

იანვარი 19, 2026
233
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ „უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა გზებზე – ბოლო ცნობები სხვადასხვა ლოკაციებიდან

იანვარი 19, 2026
23
მთავარი

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მათივე ცნობით, ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. „სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ათეულობით სპეცმანქანა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».