ნინოწმინდაში, გაზის გამათბობლის აფეთქების შედეგად, 75 წლის ქალი გარდაიცვალა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებსა და სამედიცინო ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
თვითმხილველთა თქმით, უბედური შემთხვევის მიზეზი გათბობის სისტემიდან ცხელი წყლის გამსვლელი დაკეტილი ონკანი გახდა, რამაც რეზერვუარში წნევის დაგროვება და აფეთქება გამოიწვია. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.