პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, რასაც წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა მოუწოდეს, მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიეყენებინებინათ და კანონის ფარგლებში ემოქმედათ.
ადგილზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.
ცნობისთვის, პარლამენტში დეპუტატებს პარლამენტში შესვლა სტვენისა და შეძახილების ფონზე უწევთ. “მონებო, მონებო, გავრილოვის მონებო!”-ამ შეძახილებით მიმართავენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები პარლამენტის წევრებს.
ისინი შენობის პიკეტირებას გეგმავენ. პარლამენტთან პერიოდულად არის მცირე შეხლა-შემოხლა. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შექმნა და არჩევნები გააყალბა.