“ვაპროტესტებთ რუსეთის მიერ ოკუოირებულ ახალ არეალს, ვაოროტესტებთ ატოცში მიმდინარე პროცესებს, ვაპროტესტებთ და არ შევეგუებით წინ გადმოწეულ მავრთულხლართს!!! ვინც თვლით, რომ რუსეთი ოკუპანტია; ვისაც გტკივათ ჩვენი ქვეყნის დაკარგული თითოეული მეტრი, ვისთვისაც სამშობლო ღირებულია, შემოგვიერთდით!!!”-ქუთაისში 21 ოქტომბერს მესხიშვილის თეატრის წინ საპროტესტო აქციას აანონსებენ.. “მშვიდობიანი აქციით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის საქმეში.
გავაგონოთ რუსეთს ჩვენი ხმა, ხმა თავისუფლების და ხმა შეუპოვრობის.”-წერია ანონსში.