,,გადაუღებლად წვიმს 13/06…” -ლადო მესხიშვილის თეატრში პრემიერია შედგა. მაყურებელმა

მაკა კუკულავას პიესის ,,მეორე ნახევარი” მიხედვით დადგმული, რეჟისორ ლილი ბურბუთაშვილის ერთ მოქმედებიანი სპექტაკლი ,,გადაუღებლად წვიმს 13/06…” გუშინ, 6 თებერვალს იხილა.
ახალგაზრდა ქართველი დრამატურგის მაკა კუკულავას პიესა ოჯახური ურთიერთობების კრიზისზე, ავ-კარგსა და ტყუილ-მართალზეა, რომლებსაც ერთი წვიმიანი დღე ბოლომდე გამოააშკარავებს.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები პრემია ,,დურუჯის” 2019 წლის გამარჯვებული – ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ენდი ძიძავა, მესხიშვილის პრემიის ლაურეატი დავით როინიშვილი და ზაზა კილასონია.
სპექტაკლის პრემიერა ასევე 7 და 9 თებერვალის გაიმართება.