ქუთაისის მერიიდან იუწყებიან ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიასთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ბუხაიძის 6 ნომერში მცხოვრებ მოსახლოებას შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პრობლემები განიხილეს, რომელიც დროულ რეაგირებას საჭიროებს. დავით ერემეიშვილმა და გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, ასევე ის სოციალური თუ საბინაო პროექტები, რომელსაც ქუთაისის მერია მომდევნო წელს განახორციელებს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანდა ცენტრალური გზები, სოფლის შიდა გზები, ბოგირები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეთები. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კომუნალური გაერთიანების თანამშრომლები ჩართული არიან...










