ბუკერის საერთაშორისო პრემიის ნომინანტების სიაში (longlist) ქართველი მწერალი მოხვდა. ინფორმაცია პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ნინო ხარატიშვილი ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ ჯილდოზეა წარდგენილია წიგნით „მერვე სიცოცხლე“. მას გარდა, წლის საუკეთესო წიგნის კატეგორიაში კიდევ 12 ავტორი იბრძვის. მათი ნაწარმოებები ჟიურის წევრებმა 124 წიგნს შორის აარჩიეს.
ჯილდოს ყოველწლიურად ინგლისურ ენაზე ნათარგმნ და დიდი ბრიტანეთსა ან ირლანდიაში გამოქვეყნებულ წიგნებს ენიჭება. გამარჯვებული ავტორი და მისი წიგნის თარჯიმანი 50 000 გირვანქის ოდენობის ჯილდოს გაიყოფენ.
ნომინანტთა მოკლე სია 2 აპრილს, ლონდონში დასახელდება.