LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

დაპოსტა 2025/12/19-ში
A A
681
ნახვა
გაზიარება

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ ბიჭიკო პაიკიძის საქმის პროკურორმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებულის დაკავება ესპანეთში მოხდა.

ცნობისთვის, ბრალდებულებს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან. კერძოდ, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის, იოსებ ჭანჭალეიშვილის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების – როინ ფოფხაძის, გიორგი კვახაძისა და ირაკლი გალოგრეს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას – 4 184 249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს იოსებ ჭანჭალეიშვილს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს – გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

თეგები: ბიᲭიკო პაიკიᲫე
გაზიარება272

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის კურსი

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

გორში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

გორში, ერთი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბრალდებული დააკავა. უწყების განმარტებით, დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიციონერები 9 მაისს ელჩებთან კარგად ჩახუტებულები ვნახეთ, ისიც ვნახეთ, როგორ არ იხუტებს მათ ქართველი ხალხი’-პაპუაშვილი

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ოპოზიციონერები 9 მაისს ელჩებთან კარგად ჩახუტებულები ვნახეთ, ისიც ვნახეთ, როგორ არ იხუტებს მათ ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოელები ოპოზიციის წარმომადგენლებს ყალბ იმედებს უქმნიან,...

დაწვრილებითDetails

“კონკურენცია იქნება ქსელებს შორის” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

კონკურენცია იქნება ქსელებს შორის, რომ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით იყოს ყველაზე დაბალი ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ქსელების ნაწილი გარკვეულ პროდუქტებს მოქალაქეებს მუდმივად დაბალ ფასში შესთავაზებენ...

დაწვრილებითDetails

“უფრო მკაცრი წესები ყოფილა ევროპარლამენტში, ვიდრე საქართველოს პარლამენტში”- შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ „იმედის“ სანქცირებაზე

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

ეს არის სხვადასხვა უცხოური ძალის მცდელობა, რომ საქართველოში თავისუფალი მედია დახურონ - ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ მუქარას, ახლა თავის ვიწრო წრეში პატარა პწკენას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს მერიისგან 50 000 ლარს – პროგრამის დეტალები

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით,...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თაღლითობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ....

დაწვრილებითDetails

უმძიმეს ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა ,მათ შო­რის ორი ძმაა

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
უმძიმეს ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა ,მათ შო­რის ორი ძმაა
მთავარი

უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და გარ­და­ბან­ში, კერ­ძოდ სო­ფელ ბირ­ლიკ­ში, დღეს დი­ლით BMW - ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, ხეს შე­ას­კდა, რის შე­დე­გად ხუთი ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, ერთი კი კლი­ნი­კა­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

14 მაისი - ხსენება წმინდისა კეთილმსახურისა მეფისა თამარისა. ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღეს, ეკლესია-მონასტრებში საზეიმო ღვთისმსახურება სრულდება. თამარობას საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან 1917 წლიდან აღნიშნავენ. ტროპარი: წმინდათა შორის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"