“დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა რომ ქართველი ხალხის მომავალია – ნამდვილად ევროპული გზა.
ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის” | საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ზურაბიშვილთან შეხვედრაზე
” პუტინი ფაქტობრივად უარს ამზადებს, ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ თქმა, რომ ომის გაგრძელება სურს” – ზელენსკი
პუტინი ფაქტობრივად უარს ამზადებს, მას, რა თქმა უნდა, ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ თქმა, რომ ამ ომის გაგრძელება სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებას "მანიპულაციური"...