ბათუმში, გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სხვადასხვა ტრამვით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შემთხვევა ბაგრატიონისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
კიდევ ერთი ავარია გუშინ, დადიანის ქუჩაზე მოხდა. დაშავდა ერთი პირი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.