პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, 30 წლის,კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც საკეისრო კვეთის შემდეგ გართულებებით გარდაიცვალა, კლინიკაში 15 ივნისს ფილტვის 22-ქულიანი დაზიანებით შევიდა.
მისივე ცნობით, ასევე მცირდებოდა მუცლად მყოფი ბავშვის გულისცემა და მის გადასარჩენად სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩატარდა.
“ბავშვი იყო აპარატზე და გადარჩა, დღეს კარგად არის, მოხსნილია აპარატიდან. სამწუხაროდ, დედა, მიუხედავად 1 თვის ინტენსიური მკურნალობისა, ვერ გადარჩა, რაზეც ძალიან ვწუხვართ ყველა,” – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
ცნობისთვის, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. კლინიკის ინფორმაციით, ორსულს საკეისრო კვეთა 36-ე კვირაზე ჩაუტარდა.