როგორც დრეს ბრიფინგზე მარინა ეგზუბაიამ განაცხადა, ახალი კორონა ვირუსით დაავადებული პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესებულია .
ახლადგამოვლენილი პაციენტებიდან ერთ-ერთი ესპანეთიდან არის შემოსული. იგი თვითიზოლაციაში იყო,
როგორც მარინა ეგზუბაია აცხადებს თითქმის ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათ შორის მძიმე პნევმონიით მყოფი პაციენტის მდგომარეობაც დასტაბილურდა, იგივე შეიძლება ითქვას ბავშვების ჯანმრთელობაზეც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი ან ნახევრად მძიმეა.
ამჟამინდელი 47 პაციენტიდან, დღევანდელი მონაცემებით, ჯანმრთელობის გაუარესების დინამიკა არცერთ მათგანში არ ფიქსირდება და ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ შორის სამი რჩება მძიმე.