თვითმხილველების ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში სამი პირი ფიგურირებდა, რომელთა შორის ერთი ქალია.
როგორც ისინი აცხადებენ, ორი პირიდან ერთი ბარძაყის არეშია დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობები თავის და მუცლის არეში აღენიშნება.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ დაპირისპირების განეიტრალების მიზნით ჰაერში ერთი გასროლა განახორციელა.
როგორც სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალაიშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი დაშაბული მუცლის არეში, ქვედა კიდურში და ზურგის არეშია დაჭრილი, თუმცა ექიმი ვერ აკონკრეტებს დაშავებულს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს თუ არა მიყენებული.
ამასთან, მისივე თქმით, დაშავებულს თავის არეში, კანქვეშ აქვს გემატომა, რაც ექიმის თქმით, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმამ გამოიწვია.
როგორც ექიმმა აღნიშნა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა, სავარაუდოდ, არცერთი არ არის.
შეგახსენებთ, ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირება ცოტა ხნის წინ მოხდა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.