ქუთაისში კიდევ ერთი დასუფთავების აქცია დაიგეგმა. ახალგაზრდა აქტივისტების შემდეგ ქალაქის ტერიტორიის მოწესრიგაზე ქუთაისის მერია იზრუნებს.
როგორც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციიდან იუწყებიან კვირას 26 იანვარს, 12 საათიდან, ქუთაისში წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიასა და ქალაქის 12-ვე ტერიტორიულ ერთეულში დასუფთავების აქცია მოეწყობა. აქციაში მონაწილეობას მიიღებს ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია.
“აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, არასამთავრობო ორგანიზაციას, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს – ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე! ადგილზე დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები.” – აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ 16 იანვარს დაბინძურებული წითელი ხიდი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა მოხალისეთა ჯგუფმა “Trash hero Kutaisi”. მათი თქმით აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯამში შეგროვდა 43 პარკი ნარჩენი, საერთო წონით 60 კილოგრამი. შეგროვილი პარკების უმეტესი ნაწილი შეადგენდა პლასტმსის ნარჩენებს, სხვა ნარჩენები დანაწილდა პარკებში შემდეგი სახით: შუშა, მეტალი, პოლიესტერი და სხვა. 25 იანვარს ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუს კიდევ ერთი დასუფთავების აქცია ჯაჭვის ხიდთან აქვს დაგეგმილი.