LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

აჭარაში პირუტყვის ცოფით გარდაცვალების გამო კარანტინი გამოცხადდა

დაპოსტა 2021/02/02-ში
100
ნახვა
გაზიარება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში მსხვილფეხა პირუტყვის ცოფით გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული ტერიტორიაზე კარანტინია დაწესებული.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პირუტყვის ინფიცირების წყარო სავარაუდოდ ინფიცირებული ტურაა.

„როგორც ვიცი, ნაკბენი ჰქონდა პირუტყვს. ვფიქრობთ, ცოფიანმა ტურამ უკბინა, ცოფით დაინფიცირდა პირუტყვი და გარდაიცვალა. რადგან პირველი შემთხვევა როდესაც დაფიქსირდა, როგორც ვიცი, პატრონმა, საღამოს სახლში რომ უნდა წამოეყვანა საქონელი, დაინახა მანდარინის ბაღში როგორ უკბინა ტურამ ცხვირ-პირის არეში. გარკვეულ დროში ამ პირუტყვს გამოუვლინდა ცოფის ნიშნები და დაიღუპა კიდეც. სულ სამი შემთხვევა იყო ასეთი. ზარალი დიდია რა თქმა უნდა. ახლა სადგომიდან გარეთ ვერ ვუშვებთ პირუტყვს, გვეშინია კიდევ არ დაავადდნენ“,- აცხადებს ერთი-ერთი ადგილობრივი.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ნატო ქარდავა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, როგორც კი მათთვის ცნობილი გახდა აღნიშული შემთხვევა, აიღეს კვლევისთვის მასალა და დადგინდა კლასიკური ცოფის შემთხვევა.

მისივე ინფორმაციით, მეორე შემთხვევა 27 დეკემბერს დაფიქსირდა, ხოლო მესამე 11 იანვარს. სამივე შემთხვევის დროს ცოფით გარდაცვალება დადასტურდა.

„პირველივე შემთხვევის დროს ოპერატიულად გავატარეთ შესაბამისი ზომები. სოფელში გამოცხადდა ორ თვიანი კარანტინი. რა თქმა უნდა, მეორე შემთხვევისას კარანტინის ვადა გადაიწია კიდევ ორი თვით, ასევე მესამე შემთხვევის დროსაც. ამ ეტაპზე კი 11 მარტამდე კარანტინია გამოცხადებული. სოფელ ჯიხანჯურში და 2-3 კილომეტრის რადიუსში მდებარე სოფლებში, ლეღვა, ქაქუთი, ცეცხლაური, აცრილი იქნა ყველა ცხოველი (მსხვილფეხა თუ კატა, ძაღლი) და ჩატარდა დეზინფექცია.

მოქალაქეებს, ვისი პირუტყვიც გარდაიცვალა, მიეცათ მითითება, ჩაიტარონ აცრები. ჩემს მოვალეობაში შედის მივუთითო მოსახლეობას, დანარჩენი ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. კარანტინის დასრულებამდე გარკვეული შეზღუდვებია აღნიშნულ სოფლებში, რაც გამოიხატება შემდეგში, აკრძალულია ცხოველების ქუჩაში გაშვება, ხორცის და რძის პროდუქტების რეალიზაცია, ასევე ცხოველების ყიდვა-გაყიდვა, ცხოველების შემოყვანა და გაყვანა და სხვა. მოსახლეობასთან გვაქვს კონტაქტი და ვაკონტროლებთ სიტუაციას“,- აცხადებს ნატო ქარდავა.

დაზარალებული მოსახლეობა ქობულეთის მერიას ფინანსურ დახმარებას სთხოვს.

როგორც ქობულეთის მერიაში გვითხრეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული. საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება აღწერა და შესაძლებლობის ფარგლებში გაეწევათ ოჯახებს დახმარება.

„მერიის მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გატარდა შესაბამისი რეაგირება. უწყებამ გამოსცა ბრძანება, რომლის საშუალებითაც დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ჯიხანჯური გამოცხადდა საკარანტინე ზონად.

ასევე მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს აღნიშნულ სოფელში მოსახლეობის ინფორმირებულობას. დამატებით ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს ვაქცინაციას, რაშიც დახმარების სახით ჩართულია მერია“,- აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
31
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს განვითარების ფონდი“ შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და ჩამოყალიბდება ერთიან სუბიექტად – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება...

დაწვრილებითDetails

დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
14
მთავარი

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია ” – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

“ყველამ ერთად: ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე”-პრემიერი

თებერვალი 7, 2026
14
მთავარი

ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების...

დაწვრილებითDetails

„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ – დაკავებულია 16 წლის პირი

თებერვალი 7, 2026
796
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
62
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
23
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».