აშშ-ს საელჩომ ოფიციალურ ვებ გვერდზე განცხადება გააავრცელა: ,,ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს სამხედრო მობილიზების შესახებ ცნობებს რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და შექმნილი ვითარების გადასაჭრელად გამოიყენონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ და იმუშაონ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ერთად. ამასთანავე, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აირიდოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ.”-ათქვამია განცხადებაში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო, მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში, მძღოლი გადაწყვეტილების გასაჩივრების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვას ვეღარ შეძლებს – აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წელს ამოქმედდა. საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის...









