არ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც აუცრელობის გამო სამსახურიდან გათავისუფლება გემუქრებათ-ამის შესახებ მეგა ტვ-თან საუბრისას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთინების იმერეთის ოფისის კოორდინატორმა ირაკლი მხეიძემ განაცხადა. მისი თქმით სამომავლოდ შესაძლოა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვა განსაზღვრული სფეროს წარმომადგენლებისთვის , თუმცა ეს ვერ და არ უნდა იყოს სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი.
“ეს ისტორია, ეს ტოლერანტობა, რომელიც ქართველებს და ქისტებს გვახასიათებს, ღრმადაა ჩვენი ხალხების ფესვებში გამჯდარი და არ შეიძლება დაიკარგოს” – პრეზიდენტი
ორბელიანების სასახლეში დღეს მექა ხანგოშვილის წიგნის „ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“ პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა. პრეზიდენტმა პანკისის ხეობიდან ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და კავკასიელ ხალხთა ურთიერთობების მნიშვნელობასა და იმ...