სკოლის სარდაფში აღმოჩენილი ნივთების შესახებ, რომლებიც მარიხუანას მოსაწევად გამოიყენება, სკოლოს დირექტორი და დარაჯი დაკითვაზე იმყოფებოდნენ.
ქუთაისის სკოლის სარდაფში მარიხუანას მოხმარების ამსახველი ფოტოების გავრცელების შემდებ შსს-მ გამოძიება 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს.
ავტოქარხნის დასახლებაში, ზურაბ ჭავჭავაძის #6ა-ში ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა და აფხაზეთის #5 საჯარო სკოლები ერთ ეზოში მდებარეობს. როგორც რესურს ცენტრში აცხადენენ აფხაზეთის #5 სკოლის შენობა, სადაც აღნიშნული ნივთები იპოვეს, ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლას ეკუთვნის.
”ეს ორი სკოლა არის ერთ ეზოში და ფართი ეკუთვნის 24-ე საჯარი სკოლას” – განაცხადა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა.
აფხაზეთის #5 საჯარო სკოლის დირექტორის ნატო ბენდელიანის თქმით, მან სამართალდამცველებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. ქუთაისში აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი გამორიცხავს, რომ სარდაფში მარიხუანას მისი მოსწავლეები მოიხმარდნენ. დირექტორი ირწმუნება, რომ სარდაფი ეტაპობრივად იწმინდება, თუმცა სკოლის მიმდებარე ტერიტორია ბოლომდე დაცული არ არის და შესაძლოა, იქ გარეშე პირები შესულიყვნენ. ნატო ბენდელიანისთვის უცნობია, რა მოხდა სკოლის სარდაფში და გამოძიების დასრულებას ელოდება.