ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოში სამი პაციენტი მკურნალობს, რომელთაგანაც ერთს კორონავირუსი აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა-ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ განუცხადა. მისივე თქმით, სამივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„განყოფილებაში აჟამად მოთავსებულია სამი პაციენტი, მათგან ერთი კორონავირუსის დადასტურებეული შემთხვევაა, რომლის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი კი დაკვირვების ქვეშაა და მის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ასევე ერთი ახალი შემთხვევაა, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია. შემოყვანილია აფხაზეთიდან. აქვს ცხელება, ხველა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევის მიზნით ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაშია გაგზავნილი“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პირი იმყოფებოდა მოსკოვში, საიდანაც ჯერ აფხაზეთში ჩავიდა, შემდეგ კი – ზუგდიდში.
„პაციენტი ვინმესთან კონტაქტს არ აღნიშნავს. ორნი მოდიოდნენ. ერთი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მეორე ჩვენთან“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.