,,ვისაც ეს ამბავი გახარებთ იცოდეთ, ამ კაცთან ერთად თქვენი მომავალიც კვდება!
განა იმიტომ, რომ მიშას გარდა ქვეყანას ვერავინ ააშენებს?
განა იმიტომ რომ, მხოლოდ მიშას აქვს ნათელი მომავლისკენ წასასვლელი კომპასი?
განა იმიტომ, რომ მიშას საერთაშორისო გავლენების მოპოვება სხვას არ შეუძლია?
ერი, რომელიც ცოცხალ რეჟიმში ადამიანის სიკვდილს გულგრილად უყურებს, მას მომავალი არ აქვს!
ერი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს უპირატეს პრიორიტეტად არ ცნობს, ის ვერ განვითარდება, ვერ შექმნის დოვლათს!
ერი, რომელსაც 40 კილომეტრში ოკუპანტის ჯარი ყავს და მისივე დაკვეთით ქვეყნის პრეზიდენტს წამებით კლავს უბრალოდ ავადაა!
არ მოკლათ თქვე უღმერთოებო, არ მოკლათ!
სახელს და გვარს ვერც მოკლავთ, ადამიანი არ მოკლათ!” – წერს გიგა მაქარაშვილი.