“სამინისტროსთან ყველა პროექტზე უარი ვთქვი თანამშრომლობაზე, იმიტომ რომ არანაირი კომპეტენცია არ გააჩნიათ, არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. ამას ვაცხადებ ჩემი გამოცდილებიდან, ფაქტებიდან. გამოაცხადეს, ჩვენ ახლა შევქმენითო საკომისიო ჯგუფსო,რომელიც გეგმას დაწერს კოვიდის დროს რა უნდა ვქნათო, 2 თვეში უნდა დაედოთ ეს გეგმა, მე-2 წელია და არაფერი არ დევს. რა გამოდის, ეს პოპულუსტური განცხადება არ არის? მე არ მინდა ასეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც ვერ ხვდებიან რატომ ვაკეთებ რაღაცას. ის ფესტივალი რაც კეთდება იყო უსასყიდლო, ყველა ესწრებოდა უფასოდ და რატომ კეთდებოდა, იმიტომ რომ მუსიკოსები ჩართულიყვნენ, მათთვის ყოფილიყო ხელშეწყობა, საავტორო მუსიკის პოლულარიზაცია ყოფილიყო. აქეთ როკის სცენა გვქონდა, იქეთ ქუჩის მუსიკა იყო, 6 თვის განმავლოაბში ბევრი აქტივობა ხორციელდებოდა, რომელიც საგანმანათლებლო იყო,მერე ფერების ფესტივალთან ერთად იყო დიდი კონცერტი, სადაც ცოტა უფრო პოპულარული ჯგუფები მონაწილეობდა. არ მინდა მივიღო დაფინანსება ადამიანებისგან, რომლებიც ვერ ხვდებიან რას აფინანსებენ და რატომ აფინანსებენ. ამით პროექტიც ფუჭდება, იდეაც ფუჭდება. “-ლევან გელიაშვილი.
სალომე ზურაბიშვილს, ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება. “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონის პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის...