“2021 წლის 17 სექტემბერს, 71 წლის ასაკში, კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახური, არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე).
მამა შიო დასვენებულია შავნაბადის მონასტერში, ხვალ, 2021 წლის 19 სექტემბერს, 14 საათზე მას ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.”