წითელი, ანუ საქონლის და ცხვრის ხორცი კანცეროგენების დაბალი რისკის კატეგორიაში გადის. აღნიშნული სახეობის ხორცში არსებული წითელი პიგმენტი, ავთვისებიანი სიმსივნის მაპროვოცირებელად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ამის ალბათობა ნაკლებია, რაც შეეხება ძეხვეულსა და სოსისებს, ისინი კანცეროგენების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, რაც ძეხვეულში არსებული ნატრიუმის ნიტრიტის არსებობით არის განპირობებული.
ნატრიუმის ნიტრიტი – მარილი, რომელიც საკვებში ფერის შესანარჩუნებლად გამოიყენება, ძირითადად იყენებენ ხორცპროდუქტების თერმულად დამუშავებისას, მოვარდისფრო ფერის შესანარჩუნებლად. დიდი რაოდენობით მისი ორგანიზმში მოხვედრა, იწვევს ადამიანის დაღუპვას. ეტიკეტზე შესაძლოა მითითიებული იყოს როგორც ე 250.
ნატრიუმის ნიტრიტი აძლიერებს
ხორცში არსებული წითელი პიგმენტების მავნე მოქმედებას ორგანიზმზე, განსაკუთრებით თუკი ასეთი პროდუქტის შეწვა ხდება. ამიტომ მოერიდეთ ყოველდღიურ რაციონში წითელი ხორცით დამზადებულ ხორცპროდუქტებს და არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ შემწვარი ძეხვეული. მითუმეტეს, რომ ნატრიუმის ნიტრიტს სხვა მავნე მოქმედებებიც ახასიათებს.