ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს.
გარდაიცვალა “ერისიონის” მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი , ადამიანი რომელმაც 35 წელი უერთგულა თვის საყვარელ საქმეს და ანსამბლს…დიდი დანაკლისია ბატონი ბესოს ამქვეყნიდან უდროოდ წასვლა, როგორც მისი ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის ისე თითოეული ჩვენგანისთვის… არაერთი თბილი მოგონება და ისტორია დაგვიტოვა მან…ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ბესო ჩირიკაშვილი….ღმერთმა გაანათლოს შენი სული – “ერისონი” წერს სოციალურ ქსელში.