გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, მნიშვნელოვანია რუსეთთან დიალოგი გაგრძელდეს, მიუხედავად არსებული დაძაბულობისა, რომელიც დაკავშირებულია ბელარუსთან და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლასთან, რომელიც ამ დროისთვის ბერლინის კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
„ჩვენ უნდა განვაგრძოთ საუბარი“, – განაცხადა კანცლერმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ რუსეთი წარმოადგენს მნიშვნელოვან მოთამაშეს მსოფლიოში.
ანგელა მერკელმა დღესვე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ბელარუსში სამხედრო ძალებს არ გაგზავნის.