LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ლელო“ პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებულ შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს

სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, სანქცირებულ ხელისუფლებას სერიოზულად არავინ დაელაპარაკება – ეს ადამიანები ვეღარ იქნებიან საქართველოს წარმომადგენლები – ანა ნაცვლიშვილი

დაპოსტა 2024/09/17-ში
A A
12
ნახვა
გაზიარება

სანქციები არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება არა საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს, სწორედ ამიტომ ცივილიზებული სამყარო მათ სანქციების ენით ესაუბრება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” და მისი მოადგილის მილერი ლაგაზაურის, ასევე „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების – კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძის დასანქცირებას გამოეხმაურება.

როგორც ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ მთავარი სანქცია 26 ოქტომბერს ელოდება, როდესაც ქართველი ხალხი არჩევნების გზით „ხელისუფლებიდან გაუშვებს უნდობლობა გამოცხადებულ, სანქცირებულ ხელისუფლებას“.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა „ქართული ოცნების“ ძალოვანი მაღალჩინოსნები და ასევე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი ძალადობრივი პრორუსული დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ ლიდერები. ეს სანქციები არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება არა საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს, სწორედ ამიტომ ცივილიზებული სამყარო მათ სანქციების ენით ესაუბრება. სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, მეტიც საქართველოს გაუჭირდება შეინარჩუნოს ის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაც კი, რომელიც დღეს გვაქვს. დემოკრატიულ სამყაროში, სანქცირებული ხელისუფლების მიმართ აღარავის არ აქვს ნდობა. არც ერთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფორუმზე სანქცირებულ ადამიანებს სერიოზულად არავინ დაელაპარაკება. ეს ადამიანები ვეღარ იქნებიან საქართველოს წარმომადგენლები და ქვეყანას ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანენ. სწორედ, ამიტომ და იმ ღალატის გამო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა, მთავარი სანქცია მათ ჯერ კიდევ წინ ელოდებათ და ეს სანქცია მათ 26 ოქტომბერს დაედებათ, როდესაც არჩევნების გზით ქართველი ხალხი ხელისუფლებიდან გაუშვებს უნდობლობა გამოცხადებულ, სანქცირებულ ხელისუფლებას.

ჩვენი, „ძლიერი საქართველოს“ საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები იქნება ჩვენი ქვეყანა დავაბრუნოთ ევროატლანტიკური განვითარების გზაზე , რაც შეიძლება სწრაფად გავიაროთ 9-ნაბიჯი და დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, ასევე შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. „ძლიერ საქართველოს“ გვჯერა, რომ ქართველ ხალხთან ჩვენ დავიხსნით ქვეყანას სანქცირებულ, უნდობლობა გამოცხადებულ, მოღალატე ხელისუფლებისგან და ჩავდგებით საქართველოს და ქართველი ხალხის სამსახურში“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

“კახი კალაძე არის საუკეთესო მერი, რომელიც ქალაქს ჰყოლია ბოლო წლების განმავლობაში” – ნიკოლოზ სამხარაძე

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
“კახი კალაძე არის საუკეთესო მერი, რომელიც ქალაქს ჰყოლია ბოლო წლების განმავლობაში” – ნიკოლოზ სამხარაძე
მთავარი

კახი კალაძე არის საუკეთესო მერი, რომელიც ქალაქს ჰყოლია ბოლო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. სამხარაძის თქმით, კახი კალაძეს აქვს ის რესურსი და...

დაწვრილებითDetails

“ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ, ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა”- ელენე ხოშტარია

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ, ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან „ქოცი“ და სუს-ი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. ხოშტარიას თქმით, ბრძოლა...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბერი ბუნებრივი „დედლაინია“ – ლევან ხაბეიშვილი

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

4 ოქტომბერი ბუნებრივი „დედლაინია“! არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, ვის რა შიში, შფოთვა და წუხილი აქვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ივანიშვილის რუსულ ოპერაციას, რომელსაც „არჩევნები“ ჰქვია, უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი და...

დაწვრილებითDetails

დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“- გიორგი ბაჩიაშვილი

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
გიორგი ბაჩიაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და მასზე თავდასხმის დეტალებს ჰყვება
მთავარი

ეს პროცესი ჩემს გარშემო 2 წლის წინ და დაიწყო. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა ქვეყანაში დემოკრატია, მაგრამ შემდეგ დაიწყო შურისძიება. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალურმა...

დაწვრილებითDetails

“რევოლუციის თარიღი წინსწრებად არ ანონსდება, ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს” – თინა ბოკუჩვა

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინსწრებად არ ანონსდება - ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა სრულიად გაუმართლებელია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე...

დაწვრილებითDetails

“ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას” – შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაკავებაზე

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სუს-ის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაკავების შესახებ კითხვას გამოეხმაურა....

დაწვრილებითDetails

ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავა

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავა
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს. როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლ.ც. უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

რა საერთო აქვთ კარიესსა და გულის შეტევას

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
რა საერთო აქვთ კარიესსა და გულის შეტევას
მთავარი

უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ ადამიანი ჯანმრთელია მანამ, სანამ ჯანმრთელია მისი პირის ღრუ. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მეცნიერებმა, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, დაადგინეს რომ პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და კბილების / ღრძილების ჯანმრთელობა...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7070 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, 29 მრავალსართულიანი ბინის ფასადების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
ქუთაისში, 29 მრავალსართულიანი ბინის ფასადების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
მთავარი

ქუთაისში, მრავალსართულიანი ბინების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც მერიამ ტენდერი (NAT250012835) გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვიტ 29 ბინის ფასადის რეაბილიტაციაზე, 9 708 183 ლარი (სავარაუდო ღირებულება) დაიხარჯება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი მოიცავს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"