LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
განათლების სამინისტრომ შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს

განათლების სამინისტრომ შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს

დაპოსტა 2020/03/09-ში
A A
146
ნახვა
გაზიარება

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცისთვის, განათლების სამინისტრომ შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს.

როგორც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში“ ახადებენ, იქედან გამომდინარე, რომ შექმნილი რეალობის წინაშე ქვეყანა პირველად აღმოჩნდა, საქართველოში ონლაინ სწავლების სტანდარტი არ არსებობს.

“დისტანციური სწავლების პროცესის სტანდარტი არ არსებობს. ამ რეალობის წინაშე პირველად ახლა დავდექით. ალბათ, სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვლება და ხვალ ამ მიმართულებით შესაძლოა, რამე მოხდეს. სკოლის შემოწმების ან ავტორიზაციის დროს, დისტანციური სწავლების სტანდარტი ან კომპონენტი იყოს, ამ ეტაპზე არ არსებობს. თუ სტანდარტი არ არის, ე.ი. არც აკრძალული აქვთ სკოლებს მსგავსი სწავლების მოდელის გამოყენება. თუ სერიოზული საფრთხის წინაშე დავდექით, სახელმწიფო პოლიტიკა შეიძლება შემუშავდეს. სავარაუდოდ, განათლების სამინისტრო და სახელმწიფო ერთიან ხედვაზე იმუშავებს. მსგავსი ჩანაწერი კანონში ჯერჯერობით არ არის“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში.

ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით განათლების უწყებას ოფიციალური განაცხადი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებენ, თუ ამის საჭიროება დადგება. კერძოდ, „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო სწავლის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მიიღებს, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, განათლების უწყება მას დაემორჩილება.

ამასთან, განათლების უწყებაში განმარტავენ, არსებული გადაწყვეტილებით სკოლებში სწავლა 16 მარტს განახლდება.

რაც შეეხება ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლას, უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი საჯარო სკოლებისთვის არ განიხილება.

„განათლების სამინისტრომ კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით 9 მარტიდან 16 მარტამდე დაგეგმილი არდადეგები, 4 დღით უკვე გაახანგრძილვა. სკოლებმა არდადეგები დაგეგმილზე ადრე დაიწყეს. ეს არდადეგები ბუნებრივია, ანაზღაურდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმას, დამოკიდებული ვართ ჯანადაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზე და თუ უწყების რეკომენდაცია იქნება, არდადეგები გახანგრძლივდება და განათლების სამინისტრო ამ რეკომენდაციას შეასრულებს. რა ფორმით მოხდება ეს, არდადეგები გახანგრძლივდება, დისტანციურად ასწავლიან თუ ა.შ. ამ გეგმას აუცილებლად გაგაგებინებთ. თუ გვეტყვის ჯანდაცვის სამინისტრო, რომ არდადეგები უნდა გავახანგრძლივოთ, ბუნებრივია, გავახანგრძლივებთ და მერე მოვიფიქრებთ, რა ვქნათ სწავლებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ვიცით, რომ სწავლა 16 მარტს დაიწყება“, – განაცხადეს განათლების უწყებაში.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით, სწავლის პროცესი სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტამდე შეწყვიტა. სააღმზრდელო პროცესი ასევე შეწყვეტილია ბაგა-ბაღებში. 16 მარტამდე არ განახლდება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებშიც.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებს მოუწოდა, თუ აქვთ ტექნიკური საშუალება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, რასაც სასწავლებლების ნაწილი დათანხმდა.

გაზიარება73

დაკავშირებული -პოსტები

“საქართველოში ვიხილეთ რევოლუციის 5 მცდელობა”-ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ” – კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა....

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ უქმეებზე დოლარს და ევროს

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010...

დაწვრილებითDetails

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია
მთავარი

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში მან აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. მის ყულაბაში უკვე ოლიმპიური,...

დაწვრილებითDetails

საწვავი კიდევ გაძვირდა – როგორია ფასები დღეს

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

ზოგიერთ ბენზინგასამართზე დიზელი კიდევ გაძვირდა. კერძოდ, 4 აპრილიდან დღემდე ზრდა 14 თეთრამდეა. შედეგად, 9 მარტიდან დღემდე დიზელის საწვავი მაქსიმუმ 94 თეთრით გაძვირდა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია დიზელის ფასი სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოს ბირჟებზე და საქართველოში ოქროს ფასი შემცირდა, თუმცა ფასის ცვლილება მინიმალურია. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 784 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
მთავარი

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეფექტურად დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), რომელმაც ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა და ბოლო წამებამდე 0:1-ს...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების პირველ პირებთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა”- ირკალი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, ამავდროულად, ვხედავთ, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის...

დაწვრილებითDetails

„სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გარდაიცვალა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
„სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გარდაიცვალა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

ემიგრანტი თამარ მღებრიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „ემიგრანტი გარდაიცვალა, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე თამარ მღებრიშვილი. როგორი გული დამწყდა... როგორ იმედით იყავი, დარწმუნებული, რომ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"