LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მზის სხივებს კორონავირუსის განადგურება შეუძლია- ნანა გეგეჭკორი

ამ ინფორმაციის უკან დგას უამრავი კვლევა და ძალიან ცხადი შედეგები

დაპოსტა 2021/11/27-ში
A A
486
ნახვა
გაზიარება

ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის ახალი, სამხრეთაფრიკული შტამის შესახებ უამრავ შეტყობინებას იღებს.

მისი თქმით, აღნიშნული შტამის შესახებ ინფორმაცია მწირია და ვერცერთი პასუხი, ამ ეტაპზე, კვლევით ვერ იქნება გამყარებული.

“ვერ ვპასუხობ ამდენ წერილს კორონავირუსის ახალ შტამზე.

ჯერ არავინ იცის ნიუანსები და შესაბამისად, კვლევებით გამყარებულ პასუხებს ვერავინ გაგცემთ.

გადარჩენის გზა ამ სიტუაციაში არის, ბოლო-ბოლო დაჯერება, რომ კოვიდი ნამდვილად არსებობს, ის სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეა, ყველამ გონებას მოუხმოს და შეამციროს ინფიცირების რისკი. მითუმეტეს, როცა ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენს ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არავინაა.

იქნებ დაიჯეროთ, რომ სწორად მორგებული ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესების დაცვა ნამდვილად ამცირებს ინფიცირებას. ეს არაა ცარიელი რწმენა. ამ ინფორმაციის უკან დგას უამრავი კვლევა და ძალიან ცხადი შედეგები.

ვაქცინაცია არის უალტერნატივო პრევენცია კოვიდით სიკვდილის. დიახ, ვაქცინაციას აქვს გვერდითი ეფექტები და რისკები, მაგრამ ეს რისკები უმნიშვნელოა კოვიდით ავადობის რისკებთან შედარებით და სწორად დაგეგმილი პროცესისას ყველა გართულება მართვადია. 

არის ახალი წამლები კოვიდის მართვის რაციონში. ამაზე გუშინ მივეცი ვრცელი ინტერვიუ ტვ პულსს და როგორც კი გამოქვეყნდება გაგიზიარებთ. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ჯადოსნური წამალი არ და ვერ იარსებებს. კოვიდის მკურნალობის შედეგები დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და იზოლირებულად ვერც ერთი პრეპარატი წარმატებული ვერ იქნება. და ბოლოს… გადარჩენის ერთადერთი გზაა;

ვაქცინა+პირბადე+სოციალური დისტანცია+ჰიგიენა+ძლიერი ჯანდაცვა+მეცნიერებაზე დამყარებული რეგულაციები. ამ ფორმულის ბოლო ორი მდგენელი საქართველოში ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. შესაბამისად პირველ ხუთზე მაინც კონცენტრირდით და გააკეთეთ შესაძლებლობების მაქსიმუმი.

ექიმი ჯადოქარი არაა. ექიმს შეუძლია იყოს მხოლოდ დამატებითი ფაქტორი კოვიდის მართვაში. ძირითადი ფაქტორი ხართ თქვენ და საკუთარ თავს მოსთხოვეთ მაქსიმუმი პირველ რიგში და მხოლოდ ამის მერე შეეძლება ექიმს თავისი წვლილი შეიტანოს თქვენი სიცოცხლის გადარჩენაში… 

P.S. ამ პოსტის ქვეშ კითხვებს ვერ ვუპასუხებ. სამწუხაროდ ძალიან მძიმე დღე მაქვს. მკურნალობის ახალ მეთოდებზე, მართლა ამომწურავი ინფორმაცია იქნება ინტერვიუში” – წერს გეგეჭკორი.

გაზიარება194

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 10, 2026
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივიდან 6 კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქრო კვლავ ძვირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, 10 მარტს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 179 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.66%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

“ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ” – ალი ლარიჯანი დონალდ ტრამპს

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
“ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ” – ალი ლარიჯანი დონალდ ტრამპს
მთავარი

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე...

დაწვრილებითDetails

“არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება - შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ კიდევ დავუშვებთ, მაგრამ მთავარი მათი აღიარება და გამოსწორებაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია წერს,...

დაწვრილებითDetails

სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს – მიხეილ სააკაშვილი
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ს ყოფილი უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში 8 392 827 ლარის გადახდას ავალებდა, ძალაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო...

დაწვრილებითDetails

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 10-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  მათივე ცნობით, 10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება: „თბილისში 10-11 მარტს მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 11 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7438 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

“საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, ეთერს „პალიტრანიუსზე“ – გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვის შემდეგ

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
მთავარი

საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, გუშინდელ ეთერს „პალიტრანიუსზე“, სადაც მე ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ ომის ფონზე ირანის მხრიდან იქნეს რეალიზებული, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებთან სუს-ის დატოვების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"