ევროპული საქართველოს” ერთ ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარლამენტში დაინიცირებულ ამნისტიის კანონს ეხმაურება და მბობს, რომ თუ ის გიორგი რურუას არ შეეხო, მაშინ მხოლოდ “საკუთარი ცოდვების გასაპრავებლად” იქნება. მისი თქმით, ამნისტია მუხლებს ითვალისწინებს და არა პიროვნებებს.
“საყოველთაო ამინისტია სწორი იდეაა, მაგრამ როგორც ცნობილია, ეშმაკი დეტალებშია და ბატონი სარჯველაძე დეტალებზე არ გვესაუბრა, ერთადერთი დეტალი რაც მისგან მოვისმინეთ იყო ის, რომ ეს არ შეეხება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას. მე მინდა შევახსენო, რომ ნებისმიერი ამინისტია, რომელიც აქამდე გაკეთებულა 30 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მუხლს ითვალისწინებდა, ითვალისწინებდა იარაღის უკანონო ტარების მუხლს, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირველად იყო ნასამართლევი. თუ ასეთ რამეებსაც შეიძლება ეს არ შეეხოს, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების გასაპრავებლად”, – თქვა მან.
“ქართული ოცნება” კანონპროექტს “ამნისტიის შესახებ” პარლამენტში დღეს, 16 დეკემბერს დააინიცირებს. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომელთა შორის არ იქნება მკვლელობა, ოჯახში ძალადობა და სხვა მძიმე დანაშაულებ