აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, გარდაიცვალა პროფესორი აბელ მახარაძე.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი და გეოგრაფიის დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ აბელ მახარაძის გარდაცვალების გამო.
აბელ მახარაძე 1995 წლამდე მუშაობდა კავკასიის გეოლოგიის ინსტიტუტში. იგი 1995-2020 წლების განმავლობაში მოღვაწეობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტში. იყო გეოლოგიის დოქტორი.
დიდია მისი სამეცნიერო დამსახურება გეოლოგიის სფეროში. უდიდესი წვლილი შეიტანა გეოგრაფიის სპეციალობის კურსდამთავრებულთა პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.
ვუსამძიმრებთ ოჯახსა და კოლეგებს! -წერია სამძიმრის პოსტში.