აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში დღეს საჩხერის ტერიტორია თერმული ნისლით შეიწამლება. მოსახლეობის გაფრთხილება საღამოს 21:30 საათიდან დაიწყება და 23:30 საათამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ დაიწყება უშუალოდ შეწამვლის პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს შეწამვლის დროს დახურონ კარ-ფანჯრები და მოერიდონ გარეთ გამოსვლას. შეწამვლიდან ერთ საათში შესაძლებელი და უსაფრთხოა გარეთ გასვლა.
ამ ღონისძიბით აზიურ ფაროსანასთან ბრძონის პირველი ეტაპი იმერეთში დასრულდება და დაიწყება მეორე ეტაპი, რომელიც “მოიზიდე და მოკალი”-ს გულისხმობს. დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლებს 1290 ფერომონი გადასცეს. რაოდენობა სოფლის საჭიროების მიხედვით გადანაწილდა. ფერომონი მოწყობილობაა, რომელიც განთავსდება ხეებზე და იზიდავს მავნებელს. ამის მიხედვით ხდება რაოდენობის განსაზღვრა და შესაბამისად ღონისძიებების დაგეგმვა.