გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია დროს ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ კახიფარში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, შედეგად დაშავდა ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი და მისი 8 წლის შვილი.
ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.